ოთახის კედლები მთლიანად წიგნებით იყო სავსე. იატაკიდან დაწყებული დიდი თაროები წიგნებით გავსებულიყო. ცენტრში დიდი ხის მაგიდა არის მოთავსებული, რომელიც წიგნებითა და ფურცლებით არის სავსე. მეორე მხარეს დიდი დაფაა, სადაც ისეთი განტოლებები ეწერა, რომელსაც ვერ ვხვდებოდი. დაფის წინ დიდი მაგიდაა ქიმიური ნივთიერებებით სავსე. მეცხრე კლასსს მახსენებს, მაგრამ აქაურობა ბევრად მოწესრიგებულია. ოთახის მეორე დასასრულში პატარა დივანია გვერდზე მაგიდითა და პტარა ლამპით.
-ვაუ -ძლივს ამოვთქვი სიტყვები.
-დიახ. ვფიქრობ მკვდარი სხეულები უფრო საინტერესო იქნებოდა -მისი ეშმაკური ტონი მესმოდა, მე კი ოთახის თვალიერებას ვაგრძელებდი. ჯერ კიდევ დაბნეული ვარ იმასთან დაკავშირებით, რასაც ვუყურებ. ეს ოთახის საერთოს არ არის ის, რასაც ჰარისგან ველოდი.
-ეს ყველაფერი რა არის? -მისკენ შევტრიალდი. კისერი მოიფხანა და ოთახში მიმოიხედა.
-გამომიჭირე. ფარულად გიჟი ვარ -მისი პსუხის გამო თავი გავაქნიე. შანსიც კი არ არის, რომ ეს ყველაფერი ჰარისი იყოს, მალიგნანტის ექსკლუზიური წევრის. აქაურობა წიგნის ჭიისთვის არის და ჰარი წიგნის ჭიას ნამდვილად არ ჰგავს.
-ეს ყველაფერი შენ ამოხსენი? -დაფისკენ მივუთითე, რომელზეც ისეთი რაღაცები ეწერა, რაც არ მესმოდა.
-დიახ -მითხრა სანამ ხელს ზურგზე მოისმევდა -მე... სიმართლე გითხრა მომწონს მათემატიკა -მორცხვად თქვა. ის რა მართლა მორცხვობს?
-მაგას მივხვდი -ვუთხარი და დაფასთან მივედი. აქ იმაზე მეტი ნივთებია აქვს, ვიდრე მათემატიკას სჭირდება. მას გავხედე ზუსტად იქ იდგა სადაც დავტოვე. ვუყურებ და ვხვდები, რომ ნერვიულობს და მისი კომფორტის ზონიდან გამოსულია, რადგან ამ ყველაფერს მაჩვენებს.
-ეს ყველაფერი საოცრებაა -ვუთხარი მას. მან თავი ამოსწია და გამიღიმა იმის გამო, რომ ცოტა მეტი თავდაჯერებულობა შევძინე -და ეს ყველაფერი რისთვისაა? -მაგიდისკენ შევტრიალდი, ხელში კი უცნაური ფორმის ჭურჭელი დავიჭირე, რომელზეც რიცხვები იყო ასახული.
VOCÊ ESTÁ LENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...