Chapt 53

1.3K 151 69
                                    

ამელია ადამსი

-შენი არ მეშინია -სწრაფად ვთქვი, ჰარი ქვასავით იდგა. ჰარი გაყინული ძირს იყურებოდა, ტანის დაჭიმულობისგან ვენები ეტყობოდა.

მუცელში უკვე ნაცნობი გრძნობა ჩამერთო. მუცელი ყოველთვის მენთება, როცა მის გარშემო ვარ. ან კარგად ან ცუდად.

უეცრად ცარიელი ჭიქა ძირს დავარდა და დაიფშვნა რის გამოც შევხტი. სიბოროტით სავსე თვალებით შემომხედა. ხელის გულები გამიოფლიანდა და ნელ-ნელა უკან სვლა დავიწყე.

ამელია ეს რატომ თქვი?

თვალები გამიფართოვდა და სისცლი გამიცივდა, როგორც კი დავინახე როგორ ამოიღო დიდი ვერცხილფერი დანა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული გამიჩერდა მისი ქმედებისა და გამოხედვის გამო.

-ჰარი, ასე ნუ იქცევი -გავაფრთხილე და ვცდილობდი შიში ხმაში დამემალა.

წამიერად მოვიდა და ვერც კი გავიაზრე ისე დამავლო ყელში ხელი.

ხელით კედელს ამაყუდა. თვალები ისე აქვს ჩაშავებული ვერ იტყვი, რომ იდესმე მწვანე ჰქონია. დაჭიმულია და თითქმის მწვავს კიდეც მისი გამოხედვით.

-ჩემი არ გეშინია? -ამოიჩურჩულა მისი დაძაბული ხმით, რამაც ყელში ბურთი უფრო გამიზარდა.

-ჰარი გთხოვ -ვევედრებოდი და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი.

-ცდილობ გამომცალო ამელია? მართლა გაინტერესებს რისი გაკეთება შემიძლია შენთვის? -წარბები შეკრული აქვს და ყბები ისე დაძაბული თითქოს რამეც გაჭრაც კი შეუძლია.

სრულიად შემაშინებლად გამოიყურება.

უზარმაზარი დანა, რომელიც ხელში ჰქონდა მაღლა ამოწია და შიშისგან შევკრთი. გაიღიმა და წვერი ლოყასთან მომაბჯინა, მივხვდი როგორ წამომივიდა ამ ნივთის გამო ცივი ცრემლები.

-შენ უბრალოდ გიყვარს ჩემი ავტორიტეტის გამოცდა არა? -მკითხა მე კი სრულიად ჩუმად და შეშინებული ვიყავი.

მალიგნანტი [h.s]Donde viven las historias. Descúbrelo ahora