-კარგი გავიკეთებ -ვთქვი. თუ ამაზე უფრო მეტს ვიფიქრებ აუცილებლად გადავიფიქრებ. მინდა შევიცვალო, მინდა ცოტა თავგადასავალი ვიგრძნო. როცა ბოლოდ თავგადასავლობა ვომინდომე სტრიპტიზის ცეკვა დავიწყე. და ეს ნამდვილად არ ყოფილა კარგი.
სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.
-კარგი, დაწექი გოგონავ!
ნერვიულად დავწექი და მაისური ავიწიე. ღმერთო, ამას ვინანებ. მუცელი ამენთო როცა ერიკა შემობრუნდა და ხელში სტერილიზატორი ეჭირა.
რა მოხდება თუ მახინჯი იქნება? ძალიან რომ მეტკინოს? რა მოხდება თუ ინფექცია შემეჭრება? ღმერთო ჩემო, იქნებ საერთოდ მოსაჭრელი გამიხდეს? იმდენი რამეა რაც შეიძლება არასწორად წავიდეს.
ერიკამ სკამი ჩემსკენ გამოატრიალა და ხელში დიდი ვერცხლისფერი ნივთი დაიჭირა.
-დამშვიდდი, მხოლოდ ორ წამს წაიღებს -დამარწმუნდა და მარკერით მუცელზე პატარა წერტილი მომინიშნა.
ღრმად ჩავისუნთქე და ჭერს ავხედე. არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ. მართლაც ღირს?
-როგორ ჯანდაბით ხარ ასეთი გარუჯული? -ერიკა მეკითხება და თან დეზინფექციისთვის მუცელზე რაღაც წამისვა.
-სიმართლე გითხრა არ ვიცი, მიკვირს საერთოდ რომ არ გავთეთრდი აქ მოსვლის შემდეგ -ჩავიცინე და ისევ ჭერს ავხედე.
-შენ უბრალოდ დაჯილდოვებული ხარ -გამიცინა.
იმაზე დავიწყე ფიქრი ჰარი რას იტყოდა ამის შესახებ. შეიძლება გაბრაზდეს, რადგან მისთვის არ მიკითხავს. მაგრამ ეს ხომ ჩემი სხეულია იმას გავიკეთებ რა ჯანდაბაც მინდა, არ მჭირდება ვიღაცის ნებართვა. მისი მხრიდან სისულელე იქნებოდა ამაზე გაბრაზება, ბოლოს და ბოლოს სტრიპტიზს ხომ არ ვცეკვავ. ის გაბრაზდა მაშინ იმიტომ, რომ ხალხმა იცის მე მისი ასისტენტი ვარ და მას წარმოვადგენ და მე შემიძლა უბრალოდ ყველაფერი მაისურის შიგნით შევინახო.
ŞİMDİ OKUDUĞUN
მალიგნანტი [h.s]
Hayran Kurgu18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...