-ამელია -სუსტი ხმა ბუტბუტებს. ნელა ვახელ თვალებს და დედაჩემს ვხედავ, რომელიც ჩემი საწოლის კუთხეში ზის და ფეხებს მირხევს.
-უკვე დილის 8 საათია ამელია, სკოლაში უნდა წახვიდე -იქამდე ურტყამდა ჩემს ფეხებს, სანამ ავდგებოდი.
გავიზმორე და ერთხელ კიდევ გადავბრუნდი საწოლში, არ ვიყავი მზად ასადგომად.
-კარგი რა, ნახევარი საათი დაგრჩა -თქვა მანამ, სანამ ჩემი ოთახიდან გავიდოდა.
ნელ-ნელა წამოვდექი, საწოლიდან ფეხები გადმოვწიე და ძირს გართხმულ ხალიჩას დავადგი.
მეზიზღება სკოლა, ყოველთვის ერთი და იგივე.როცა 17 წლის ვიყავი და მალიგნანტის ომი დასრულდა, სკოლაში მხოლოდ ისტორიისა და თავის გადარჩენის სწავლა დავიწყეთ. არა ინგლისური, არა მათემატიკა, არა მეცნოერება და არა ხატვა. არც კი მახსოვს, როდის ჰქონდა სკოლას მსგავსი შემოთავაზებები. სულ რაღაც 14 წლის ვიყავი, როცა სკოლა ნამდვილად სკოლა იყო.
ჩემი პატარა კარადა გამოვაღე და უნიფორმა გამოვიღე. თეთრი პერანგი, წითელი ზოლიანი ჰალსტუხი, წითელ და შავად გადაკვეთილი, მოხატული კაბა და შავი მუხლსზემოთ წინდები.
უნიფორმა მახინჯია, მაგრამ ეს მთავარი ტანსაცმელია მათ შორის რაც მაქვს. როცა მსოფლიო უკან წავიდა არავინ ფიქრობდა მოდაზე. ეკონომიკა ყურადღებას ამახვილებდა უსაფრთხოებაზე და არა მატერიაზე, რომელიც არც ისე მნიშვნელოვანი იყო.
გავიზარდე. ჩემ ძველ ტანსაცმელებში, მხოლოდ რამდენიმე გამოსაცვლელი მაქვს, რომელიც პიჟამა ან უნიფორმა არ არის.
გამოვიცვალე და სააბაზანოში შევედი. შუქი ავანთე და სარკეში ჩემს ანარეკლს შევხედე. გრძელი ყავისფერი თმა არეულია, თვალებ ქვეშ კი შავი რგოლები მაქვს, რადგან ჯერ კიდევ ნახევრად მძინავს.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...