Chapt. 15

1.3K 151 15
                                    

ჰარი წავიდა და ხუთ საათამდე არ დაბრუნებულა. მან დამავალა, რომ საუზმე მომემზადებინა იმ დროისთვის, როცა დაბრუნდებოდა.

თითქმის მთელი დღე იმის კეთებაში გავატარე, რაც დამავალა. ყველაფერი რაც მევალება მოიაზრება იმაში, რომ დავალაგო მისი ოთახი შემდეგ კი საჭმლის მომზადება დავიწყო.

მისი ოთახის კარი გავხსენი და არეულ ოთახში შევედი. ოთახი ასე თუ ისე ლამაზი იყო. ხელში გასარეცხი ტანსაცმლის კალათა მოვიმარჯვე და ყველა იმ შავი მაისურის აღება დავიწყე, რომელიც ძირს ეყარა. შავი მაისურები, შავი შარვლები, შავი ნასკები, შავი ბოქსერები. ცოტა ოდენი ტანსაცმელი იყო შავის გარდა სხვა ფერი, ისიც მუქი ნაცრისფერი.

ყველაფერი კალათში მოვისროლე. ჰარის ჯერ კიდევ არ უჩვენებია სად შემიძლია ტანსაცმელების გარეცხვა, ვიმედოვნებ ამას ხვალ გააკეთებს.

მისი საწოლიც ლამაზად დავალაგე და ზემოდან ბალიშები მოვათავსე, რომელიც დეკორაციისთბის იყო და ჰარის იატაკზე, ოთახის კუთხეში მოესროლა.

მისი საწოლი დაუჯერებლად რბილია, იმაზე რბილი ვიდრე ჩემი. ხელი სასიამოვნო ტექსტურას გადავუსვი რათა მისი კომფორტულობა შემემოწმევინა, შემდეგ კი თავს შევახსენე, რომ რაიმე სისულელე არ ჩამედინა.

ტუმბოზე გავიხედე და დავინახე ხელშეუხებელი სასმელი, რომელიც დღეს გავუკეთე. ამოვიოხრე და თვალები გადავატრიალე, რადგან გამახსენდა რაში დავხარჯე იდეალურად გემრიელი ხილი. ალბათ იმიტომ არ დალია, რომ ვარდისფერია, არც გამკვირვებია, ის ხომ დიდი მისტერ ჰარი სტაილსია.

უეცრად გავაანალიზე, რომ ტუმბოს თაროებზე, სულ დაბლა შავი ფერის წერილებია. წარბები ავზიდე, დამაინტერესა რა იყო. ავიღო ერთი?

მათზე არანაირი ნაწერი არ არის, დავიბენი, რადგან მეგონა იქნებოდა. დაახლოებით 10 ცალია აქ მსგავსი.

ვერ გავიგე რა გამეკეთებინა. ვიყო ჭორიკანა და შევხედო? თუ უბრალოდ ჩემს საქმეს მივხედო? უბრალოდ ჩემს საქმეს მივხედავ, მაგრამ ამათთვის მაინც დავბრუნდები.

მალიგნანტი [h.s]Où les histoires vivent. Découvrez maintenant