-აქამდეც შეგხვედრივარ ამელია, მაგრამ შენ პატარა იყავი -თქვა, რაზეც თავი გავაქნიე. ამას სერიოზულად არ იტყოდა. აღარ ვიცი შემიძლია თუ არა ამხელა ინფორმაციის დატევა.
-შეუძლებელია. დამამახსოვრდებოდი -დაბნეული ვუთხარი. ნერვიულობისგან ხელისგულები გამიოფლიანდა.
-ეს 11 წლის წინ იყო ამელია. იმ დროს 8 წლის იყავი. მე კი შენ ძმასთან ერთად ვიყავი სკოლის მერე. შენც გიცნობდი, დედაშენსაც და მამაშენსაც -მითხრა, რაზეც გული ამიჩქარდა. ალბათ გაგიჟდა, მას პირველად თვეების წინ შევხვდი.
-არ მჯერა.
-შენ თვითონ თქვი. თითქმის არაფერი გახსოვს რვა წლამდე. სანამ ახალ ქალაქში არ გადახვედი -მითხრა, მე კი დაბნეულმა ავხედე.
-მართლა? რატომ გადავედით ჰარი! ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილხარ! -უფრო და უფრო ვბრაზდებოდი.
-იმიტომ, რომ... -დაიწყო.
-რატომ? -მოუთმენლობისგან დავიყვირე.
-მე ვარ მიზეზი რატომაც გადახვედით! -უფრო ხმამაღლა თქვა. ჩუმად ვიდექი, თვალებს ვახამხამებდი და ახსნას ველოდი. რა ჯანდაბაზე ლაპარაკობს?
-რ-როგორ? -ამოვიჩურჩულე.
სახე დააწყბარა და დანაშაულის გრძნობა აეკრა.
-იცი დედაშენი სად მუშაობდა, სანამ გადახვიდოდით? -მიჩურჩულა, მე კი ვცდილობდი გამეხსენებინა.
-არ ვიცი. ადრე მამამ თქვა, რომ ბიბლიოთეკაში თუ საღაც. ამას რა მნიშვნელობა აქვს! -თავი გავაქნიე და ჯერ კიდევ ვცდილობდი გამეგო რა ხედებოდა. ასე მგონია წრეზე დავდივარ და სწორად ვეღარც ვფიქრობ.
მწვანე თვალებით მაშტერდებოდა და სიტყვას არ ამბობდა. ისე თოთქოს ელოდებოდა როდის ვეტყოდი ან გავაანალიზებდი რამეს. აცრემელბულ თვალებში ვუყურებდი და ჯერ კიდევ ვფიქრობდი რომელი პაზლის ნაწილები შემეერთებინა.
და შემდეგ მივხვდი.
-ღმერთო ჩემო! -პირზე ხელი ავიფარე. მიყურებდა და თავი ნელა დამიქნია. სრულიად შერცხვენილი იყო.
STAI LEGGENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...