-იცი როგორი ცუდია ჯანმრთელობისთვის მხოლოდ არაჯანსაღი საკვები და არანაირი ხილი ან ბოსტნეული? ვერ შეინარჩუნებ იმ კუნთებს და ფიგურას, რაც გაქვს თუ ისევ მსგავს საკვებს შეჭამ.-ახსნა დავუწყე და თვალები გადავატრიალე.
-ჩემს კუნთებსა და ფიგურას არა? -გავიგონე, როგორ ჩაიღიმა საუბრის დროს ჩემს უკან. ეს არ უნდა მეთქვა.
-იცი რაც ვიგულისხმე. -თვალები გადავატრიალე.
-და შენზე რას მეტყვი? -მიკითხა.
გავტრიალდი და მას შევხედე. კართან იდგა შავი ადიდადის შარვლითა და როგორც ყოველთვის მაისურის გარეშე.-ჩემზე რას გეტყვი? -ვიკითხე და იატაკიდან ყურადღება მასზე გადავიტანე.
-ვიცი რომ მაღლა ხილისა და სხვა სისუელელეებზე ხელი არ მიგიწვდებათ. ამიტომ, როგორ ინარჩუნებ შენს ფიგურას? -მკითხა დამცინავად.
-არ ვიცი. ბევრ არაჯანსაღ საკვებს არ ვჭამ. უბრალოდ კვერცხი და კრეკერი მიყვარს, ასევე ბევრს დავრბოდი.-ვთქვი.
მან წარბები აზიდა და დაბნეულმა შემომხედა.-კვერცხი და კრეკერები? სულ ეს არის? -თქვა მან.
-ძირითადად დიახ. ზოგჯერ ტოსტიც, მაგრამ დიდად არ ვგიჟდები. ხშირად როცა მშიერი ვარ კვერცხს ვაკეთებ ბოსტნეულთან ერთად. ამის საშუალებით ვიღებ პროტეინებს და თან მანაყრებს კიდეც.
-არ მაქვს არც კვერცხი და არც კრეკერები. რა ჯანდაბას ჭამდი გასული დღეები? -ხმას ოდნავ აუწია.
-ამ დილით ვაშლი ვჭამე. -ამოვიჩურჩულე.
-და გუშინ? -მკითხა.
დავფიქრდი გუშინდელ დღეზე და გავაანალიზე, რომ დილას საყიდლებზე ვიყავი შემდეგ კი ჰარისთან ჩხუბი მქონდა და ამის გამო თავი იზოლაციაში ამოვყავი.
-არაფერი მიჭამია.-ვთქვი და ისევ გავაგრძელე იატაკის წმენდა.
-არაფერი გიჭამია? სერიოზულად ამელია! -გაბრაზებული ტონით მითხრა.
VOCÊ ESTÁ LENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...