chapt 22

1.2K 128 11
                                    

უარი ვთქვი მთელი საღამო ოთახიდან გასვლაზე, რადგან არ მინდოდა სამზარეულოში მკვდარი სხეული მენახა. იმედი მაქვს ჰარი მას სადმე წაიღებს.

ყველაფერი მეორდება ჩემს გონებაში. მკვლელობა, კამათი, კოცნა. ჩემს გონებაში კიდევ და კიდევ მეორდებოდა ეს სცენები.

მე ის გაბრაზებული ვნახე, ვნახეე როგორ იქცეოდა ფსიქოპატივით, ვნახე როგორი იყო რაღაც აფექტის ქვეშ, მთელი ერთი ღამის განმავლობაში. ეს ძალიან რთული პროცესი იყო, რომ გადამეხარშა და ამეტანა. ის ძალიან რთულია და ის მე ჭკუიდან გადამიყვანს სწორედ მისი სირთულის დამსახურებით.

ძალიან ბევრი დამალული საიდუმლო აქვს ჰარი სტაილს და ისიც აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ ყველა მათგანის გაგება მინდა, მაგრამ მეშინია ეს ხმამაღლა ვაღიარო. ვიცი, რომ რასაც არ უნდა მალავდეს მისი ცივი გარეგნობის უკან არაფერი იქნება საშინელი ინფორმაციის გარდა, რომელიც უფრო მეტ შიშს გამიჩენს მის მიმართ თუ საერთოდ შესაძლებელია ეს.

მაინტერესებს მარტომ გამიტაცა? ვიცი, რომ მას სჭირდებოდა მოსამსახურე და ასე შემდეგ, მაგრამ რატომ მე? ამდენი ადამიანიდან სკოლაში, რატომ წამომიყვანა მე? მე უბრალოდ ცუდ დროს და ცუდ ადგილას აღმოვჩნდი. ჩემი ბედი...

მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან ჩემზე ბევრი რამ იცოდა, აქედან გამომდინარე ეს არ ყოფილა უბრალოდ ბოლო წუთს გადაწყვეტილი გეგმა. შესაბამიისად მან იცოდა, რომ მომიტაცებდა, რამდენი ხანია ეს იცის?

ჯერ კიდევ წასასვლელი ვარ მარკეტში, რადგან გუშინ იმის შანსი არ მომცემია მთელი ამხელა ინციდენტის შემდეგ. გადავწყვიტე ახლა წავსულიყავი, მაგრამ ოთახიდან გასვლა მეშინია, მგონია, რომ ის სხეული ისევ იქ დაწოლილი დამხვდება. თავს ვაწამებდი და მთელი ღამე ვფიქრობდი დერეფანში დაგდებულ მკვდარ სხეულზე. მაგრამ საქმე ის არის, რომ სამუდამოდ ამ ოთახში ვერ დავრჩები.

მალიგნანტი [h.s]Where stories live. Discover now