კიდევ ერთხელ მისცა მან უფლება, სიჩუმეს მის მაგივრად ესაუბრა. ამოვიოხრე და ნაცრისფერი ნაჭერი ფეხებზე ამოვაცვი, შემდეგ კი პირსახოცს შიგნით შევუცურე.
ღია ცისფერი მაისური ავიღე და ფეხზე წამოვდექი. ღმერთო, აქ საშინლად ცხელა. უკვე ვეღარ ვარჩევ შუბლზე წყლის წვეთები მაქვს თუ ოფლის. შევამჩნიე, რომ ეს მაისური სასტიკად თბილი იყო, რაც სიცხისგან მოკლავდა მას, ამიტომ ჩემი უამრავი შავი მაისურიდან ერთ-ერთი ავიღე და ჩავაცვი. ვფიქრობ შემიძლია ვათხოვო.
თავზე ჩამოვაცვი და შემდეგ ხელები გავაყრევინე. მაისური მთლიანად ფარავდა პირსახოცის სიგრძეს. პირსახოცი ავიღე და მაისურის შიგნიდან გამოვაცურე. ახლა მთლიანად გამოცვლილია.
ზედა საშინლად დიდია მისთვის, ბარძაყებზეც კი სწვდება. მიუხედავად ამ დიდი შავი მაისურისა ის, მაინც საშინლად დიდებულია.
თმები მაისურიდან ამოვუცურე და ზურგზე დავუბრუნე.
-ამელია უნდა დამელაპარაკო, თორემ კარგი არაფერი მოხდება. როცა შეკითხვას გისვამ, შენ მპასუხობ. არ იფიქრო ეს დაზიანება თუ რა ჯანდაბაცაა უფლებას მოგცემს ასე ჩუმად იჯდე, როცა გელაპარაკები. -ვუთხარი
-ამიტომ მოდი თავიდან ვცადოთ.... საიდან გაქვს ეს ნაკაწრები? -საკუთარ თავს გავუმეორე.
ჩაშავებულ თვალებზე მკვდარი გამომეტყველება აიკრა და რამდენჯერმე თვალებიც დაახამხამა. უბრალოდ ვიდექი, მას დავყურებდი და პასუხს ველოდებოდი.
-ამელია ჯოის ადამს!-კბილებიდან გამოვცარი. ღმერთმაც დასწყევლოს, ვისურვებდი ასე არ იქცეოდეს. მირჩევნია ძუკნასავით იქცეოდეს და მაღიზიანებდეს ვიდრე ასე იყოს. ოდნავადაც არ მაქვს წარმოდგენა რა ჯანდაბა ხდება მის დაწყევლილ თავში.
გაუნძრევლად დგას.
-ჯანდაბა, უბრალოდ ლოგინში დაწექი. არ გამოხვიდე, სანამ შენი გონებრივი პრობლემების მოგვარებას არ შეწყვეტ. -ამოვიოხრე, პირსახოცი ავიღე და საპირფარეშო დავტოვე.
VOCÊ ESTÁ LENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...