chapt. 8

1.4K 158 72
                                    

საუზმე დავწვი.

ვეცადე ფენქეიქები გამეკეთებინდა, რადგან მართლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ერთი წამით გავატრიალე თავი და როგორც კი შემოვატრიალე ცეცხლი დამხვდა. საბედნიეროდ ცეცხლი პატარა იყო, ამიტომ ისე ჩავაქრე, რომ ჰარიმ ვეც გაიგო.

საბოლოოდ, გადავწყვიტე ტოსტი გამეკეთებინა. თავიდან დამეწვა, მაგრამ ბევრი ცდის შემდეგ რაღაცას დავამსგავსე.

ჯობია მან ეს ტოსტი ჭამოს, სხვა შემთხვევაში კი აქაურობის გადაწვა მართლაც მომიწევს, კიდევ ერთ ცდაში იმისა, რომ რამე გავუმზადო.

ტოსტი ორ თეფშზე დავდე ჩემთვის და ჰარისთვის. არ მჯერა, რომ ამ იდიოტს საუზმეს ვუკეთებ, მაგრამ სხვა არჩევანი არც მგონია მქონდეს.

ერთ-ერთი თეფში ავიღე და მისაღებ ოთახში დავდე. ის აქ არ არის, სად შეიძლება იყოს? მის ოფისშია? მითხრა, რომ იქ შესვლა არ შემიძლია, რა ვქნა ახლა? უბრალოდ დავაკაკუნო?

კიბეებზე ავედი და კარის წინ დავდექი. ყოყმანით დავაკაკუნე დიდ შავ კარზე და მოვიცადე, რომ გაეღო. რამდენიმე წამიანი ცდის შემდეგ, კარს უკან ხმა ვერ გავიგონე.

თავიდან დავაკაკუნე და მისი სახელიც დავიძახე, იქნებ მას არ გაუგია ჩემი.

ისევ არაფერი. აქ რას აკეთებდა?

თავის შეწინააღმდეგების მიუხედავად მაინც წავიღე ხელი კარის სახელურისკენ. ნელა გავაღე. სანამ ბოლომდე გავაღებდი ყვირილის ხმა გავიგე, რამაც კარის მოხურვა მაიძულა.

-რა ჯანდაბას აკეთებ? - მისი ოთახის კარიდან დამიყვირა ჰარიმ.

მაშინვე მთელი სხეული გამიყინა და გული ამიჩქარა, როგორც კი ჩემ წინ გაცოფებული დავინახე.

-მ-მე შენი სახელი დ-დავიძახე და შენ არ მიპასუხე, ამიტომ მ-მე ვიფიქრე, რომ ეს შენთვის... -შიშისგან იდიოტივით დამება ენა.

-მე ხომ გითხარი, რომ არასდროს შეხვიდე ჩემს ოფისში ამელია! როდესაც ეს გითხარი უნდა მოგესმინა! -მიყვიროდა და უფრო და უფრო მოიწევდა ჩემკენ.

მალიგნანტი [h.s]Where stories live. Discover now