სარკეში ჩემს თავს ყელზე ვუყურებსი, თითების კვალი მეტყობოდა, რომელიც უფრო და უფრო მუქდებოდა. ხელი იარებზე მოვისვი.
უკვე 10 საათია და ჰარი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. არ ვიცი სად წავიდა ან რას აკეთებს, მაგრამ არც მადარდებს. მირჩევნია სულ სადმე იყოს წასული, ვიდრე აქ დამტრიალებდეს თავს და ცხოვრებას მიწამლავდეს.
ის მე ძალიან მაშინებს და ეს მეზიზღეა.
არ მესმის როგორ შეუძლია ადამიანს სიტკბოდან ასე მარტივად გამწარებაზე გადასვლა.
ის დამეხმარა, როცა ნარკოტიკების გამო ცუდად ვიყავი და ჩემით ვერ ვბანაობდი. როცა ხელი დავიწვი. როცა არ მიჭამია და საჭმელი თავად მომიმზადა.
მაგრამ შემდეგ ორი დღე გალიაში გამომკეტა და კედელზე მიმანარცხა. მიყვიროდა და დანას ჩემთან ახლოს იქნევდა. მოაჯირს გადამაყუდა და მავედრებინა, რომ არმოვეკალი. მაიძულა მეყურებია როგორ სცემდნენ ვიღაცას, სანამ მეტყოდა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო.
ეს არის ყველა მიზეზი რატომაც მეშინია ჰარი სტაილსის. მაგრამ მას არ შეუძლია მხოლოდ ბოროტი იყოს, შიგნით, გულის სიღრმეში კეთილი ადამიანია.
დაახლოებით 40 წუთი ვიჯექი იატაკზე. ვაანალიზებდი ყოველ მის სიტყვასა და გამოხედვას.
ვიცი რომ ის დანა არ უნდა მეყიდა. ჩემი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო. ის რა მართლა გულწრფელად ფიქრობს, რომ არ შევეცდები აქედან გასვლას და ასე უბრალოდ გამოვიკეთები ამ სახლში? მას არ შეუძლია ასე უბრალოდ დამტოვოს აქ და იფიქროს, რომ გაქცევას არ შევეცდები.
ნახევარი ღამე ყურადღების გასაფანტად უბრალოდ რაღაცებს ვალაგებდი. მოვიტყუები, რომ არ ვთქვა, მისი დაბრუნებისას მეშინია, რომ ისევ იყვირებს.
თმა ნაიარევზე გადმოვიწიე და კბილების გამოხეხვა დავიწყე. დღევანდელზე, რომ უფრო მეტი ვიფიქრო ალბათ გავგიჟდები.
ŞİMDİ OKUDUĞUN
მალიგნანტი [h.s]
Hayran Kurgu18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...