ამელია ადამსი
ტეკილა ოფიციალურად სემოიჭრა ჩემს ორგანიზმში, რომელსაც უკვე კარგად ვგრძნობდი. მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე, მთვრალი ან რამე არ ვარ, მაგრამ თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ. მე, ერიკა და რაილი ყველა სიღერაზე ვცეკვავთ.
-ჰეი, ჰეი ლამაზო ქალბატონებო და ბატონებო -ქერათმიანი ქალი, მაღლებზე სცენაზე ამოვიდა.
ყველამ ხმაური დაიწყო, ერიკა კი ყურთან მომიახლოვდა.
-ის მართლაც ყველაზე სექსუალური ქალია ვინც კი ოდესმე მინახავს -მითხრა, რაზეც გავიცინე. გამახსენდა, როცა ჰარიმ მითხრა რომ ერიკას გოგონები მოსწონდა.
-ვინ არის მზად თამაშისთვის. წესები. ეს ლამაზი ვერცხლისფერი სინათლე რომელიმე ქალბატონზე გაჩერდება, ამ დროს კი ის ამოვა სცენაზე და გაგვართობს -ახსნა.
ბოლო პერიოდი გამახსენდა, როცა ამ თამაშზე გავიგე, მაშინ საპირფარეშოსკენ მივისწრაფოდი. ისე მინდოდა თავი ამერიდებინა ამ სიტუაციისთვის, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის ცენტრში ვნახავ.
-მზად ხართ? დავიწყოთ! ჩართეთ სინათლე! -დაიყვირა.
-იმედი მაქვს მე ამირჩევენ! -ვიღაცამ ჩემს უკან ბოლო ხმაზე დაიყვირა. თავს მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ ხშირად ასეთ სიტუაციაში პანიკური შეტევა მაქვს ხოლმე.
-წინააღმდეგი არ ვარ იქ ასვლის -ერიკამ მითხრა.
-ჩემი სტილი არ არ... -დავიწყე, მაგრამ ვიგრძენი სხეულზე დიდი სინათლე.
ერიკას თვალები გაუფართოვდა და ღიმილით შემომხედა, ყველას მისნაირი სახე ჰქონდა.
არ არსებობს.
-აქ ამოდი პატარავ -გავიგონე ხმა სცენიდან. მისკენ გავიხედე და თან შევამჩნიე როგორ მაშტერდებოდა ხალხი.
-წადი ამელია -რაილიმ გამიღიმა და სცენისკენ მიბიძგა.
-ბავშვებო არ ვიცი ამას თუ შევ.... -წინადადება ვერ დავსრულე. გული საშინლად სწრაფად მიცემდა და მუცელი მიხმაურებდა, თითქოს შიგნით ათასი პეპელა მყოლოდა.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...