მე და ჰარის მთელი ღამის განმავლობაში არ გვისაუბრია. დასაძინებლად წავედი და ჰარი ოფისში საათების განმავლობაში დარჩა. კოცნის სცენა ისევ და ისევ მეორდებოდა ჩემს თავში, მაგრამ მინდოდა გამქრალიყო.
ასეთ სიტუაციაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ვგულისხმობ, რომ კი ჰარი მკოცნიდა კისერში, მაგრამ ეს არ ყოფილა ისეთი ინტიმური, როგორც გუშინდელი დღე იყო. ვეცადე ეს ფიქრები უკუმეგდო და დამევიწყებინა.
კიდევ ერთხელ გათენდა გრძელი, მარტოსული დღე ამ სახლში. ჰარი შაბათობით არ მუშაობს ხოლმე, მაგრამ თქვა, რომ რაღაც საქმეები უნდა მოეგვარებინა. არ ვარ დარწმუნებული რას გულისხმობდა, მაგრამ სავარაუდოდ იმ კაცის საპოვნად წავიდა, რომელიც გუშინ ესროდა.
მარკეტში უნდა წავიდე და საჭირო ნივთები ვიყიდო. დაველოდებოდი სანამ ის არ მოვიდოდა, მაგრამ უკვე ექვსს გადასცდა მე კი გვიან გასვლა არ მინდა. ჰარი როგორც ყოველთვის ხუთზე მოდის, მაგრამ ამჯერად რატომ აგვიანებს არ ვიცი. საჭმელად უბრალოდ სემდვიჩი დავუტოვე, რადგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
მარკეტში წასვლამდე უბრალოდ წერილი დავტოვე იმ შემთხვევისთვის თუ ჩემზე ადრე დაბრუნდებოდა. არ მინდა გაგიჟდეს როცა იქ არ დავხვდები. პატარა წერილი დავწერე და მისაღები ოთახის მაგიდაზე დავდე.
ფეხსაცმელები ჩავიცვი და თმა რეზინით ავიწიე. სანამ გამოვიდოდი მანამდე გავაანალიზე, რომ სენდვიჩი, რომელიც სამზარეულოში დავტოვე შეიძლება გაფუჭდეს თუ მალე არ დაბრუნდება.
ამოვიოხრე და სამზარეულოსთან დავბრუნდი. სენდვიჩი მაცივარში შევინახე.
სამზარეულოდან გამოვდიოდი, როცა ფეხის ნაბიჯები გავიგონე, ორზე მეტი იყო.
ვიღაცის პანიკური სიტყვები გავიგონე, რამაც მუცელი ამინთო. ნელა გავედი სამზარეულოდან და დერეფნის კედელთან დავდექი რათა გამეხედა მისაღები ოთახისკენ.
ESTÁS LEYENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...