ეპილოგი!

1.2K 158 29
                                    

მათ ერთმანეთის გულებში ადგილი გაუცნობიერებლად დაიკავეს. იმ მომენტიდან, როცა ჰარიმ ამელიას დამწვარ ხელს მოუარა, მან რაღაც სინათლე დაინახა მისი ბნელი სულის მიღმა. ამის შემდეგ დაასკვნა, რომ ჰარის გულშიც იყო რაღაც, მაგრამ მიხედავად ამდენი თხრისა, ამელია არასდროს ელოდა, რომ სიბნელის მიღმა მსგავს სილამაზეს აღმოაჩენდა. მან ისეთი რამ გაიგო, რამაც მთლიანად შეაცვლევინა ჰარიზე აზრი. და შემდეგ მას ის შეუყვარდა.

მას ის მონსტრი შეუყვარდა, რომელიც მისი საწოლის ქვეშ იმალებოდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ამელიას ეგონა, რომ ჰარიმ ის ცხოვრების გასამწარებლად მოიტაცა, როცა ყველაფერი პირიქით იყო. ჰარიმ ამელია იმ დღეს იმიტომ წაიყვანა, რომ სამყაროსგან ეხსნა. მან უნდოდა იმ ომისგან დაეცვა, რონელიც მალე იქნებოდა. მას უნდოდა მისი საუკეთესო მეგობრის და დაეცვა, რადგან დანაშაულის გრძნობა ჭამდა.

მან წამოუყვანა ამელია, არ აინტერესებდა სიყვარული, მაგრამ შემდეგ შეუყვარდა. ის აღარ აღიქვამდა მას, როგორც საუკეთესო მეგობრის დად, მას აღიქვამდა, როგორც... მისად.

მალიგნანტი [h.s]Where stories live. Discover now