chapt 37

1.2K 140 23
                                    

გული გამიჩერდა, როცა ჰარის დანა დავუნახე. იძულებული ვიყავი იქ დამეტოვებიბნა, რადგან მათ ლიფტიდან გამოგვათრიეს.

-რა ჯანდაბის გამო იყიდე ჯიბის დანა ამელია? და არც გაბედო და თქვა, რომ ეს შენი არ არის, რადგან იმ ჩანთაში იდო ბარათთან და იმ ნივთებთან ერთად, რომელიც დაგაბარე -მომიახლოვდა და მითხრა.

-რ-ადგან საკუთარი თ-თავი დამეცვა -ჩემივე სიტყვებთან ერთად ვიხრჩობოდი რა დროსაც ცრემლები თვალებიდან წამომივიდა და მის ხელზე დაეცა.

-ვისგან ამელია? ჩემგან? მართლა გეგონა, რომ ამას უბრალოდ ჩამარტყამდი და წახვიდოდი? -მითხრა.

-არა მსგავსს არაფერს ვაპირებდი -ვუთხარი.

-მაშინ რის გამო იყიდე ამელია! -უფრო მომაჭირა ყელზე ხელი და დანა ლოყასთან მომიტანა.

-ჰარი, მტკენ! -ვუთხარი და უხეშად შემომხედა.

-რა ჯანდაბის გამო გინოდა დანა ამელია! -გაიმეორა, მაგრამ უფრო ხმამაღლა.

-რათა დამეცვა ჩემი თავი სახლის გარეთ, მარკეტში ყოველთვის მარტო დავდივარ, რა მოხდებოდა თუ რომელიმე ბანდის წევრი თავს დამესხმებოდა! -მოვიტყუე, რათა ამ სიტუაციიდან თავი დამეღწია.

-დაწყევლილი მატყუარა ხარ! -დამიყვირა და დანა დადი, ჩემს ხელტან მილიმეტრების მოშორებით. რის გამოც დავიყვირე და ცრემლები უფრო წამომივიდა.

-არა! არა! ა-არ ვიტყუები! -ვყვიროტი და ვტიროდი ერთდროულად.

-მთელი ამ დროსი განმავლობაში ეს იყო არა შენი დაწყევლილი გეგმა! ჩემი კარგი მხარე გაგეღვიძებინა, ამით გესარგებლა, რომ შემდეგ მოგეკალი! -სიძულვილით თქვა.

-ჰარი გთხოვ -შევევედრე. ხელი მაჯაში ჩავავლე და ვეცადე გამომეწია, რათა სუნთქვა შემძლებოდა.

გონება ლამის ამიფეთქდა, როცა ამ მდგომარეობაში ვნახე. ასე გაბრაზებული არასდროს მინახავს.

მალიგნანტი [h.s]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt