chapt 27

1.2K 149 47
                                    


ხელი იმ თეთრი მაისურის ნაჭერს მოვკიდე, რომელიც ცოტა ხნის წინ ქვემოთ ჩამოუცურდა. მის სახეს ვუყურებდი, იქნებ რაიმე ცვლილება შემემჩნია. რატომ არ მაჩერებს? ამ გოგოს ისიც კი არ მოსწონს, როცა მისი მუცელი მოჩანს.

მაისური ნელა ავზიდე და თავიდან გადავაძრე. მისი გარუჯული სხეული და შავი ლიფი შემრჩა. ეს ხომ უბრალოდ შავი მატერიაა, მაგრამ მასზე ის ბევრად უფრო ლამაზად ჩანს.

მაისური იატაკზე დავაგდე და ისევ დავაკვირდი მის სახეს იქნებ შეიცვალა. ვიცი რომ ამის უფლებას არასდროს მომცემდა, მაგრამ იქნებ რამე მაინც ეთქვა.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც სულელურ თამაშში ვიყო ჩართული. ერთადერთი, რაც მინდა ის არის, რომ დამელაპარაკოს. იმის გარდა, რომ გაბრაზებულია სხვა მიზეზი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა დამელაპარაკოს.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მას არ მივაშტერდე, მაგრამ ეს ძალიან რთულია.ის ძალიან ბუნებრივია და ჯანდაბა, თითქმის ლიფიდან ამოსდის. გავამშრალე, მაგრამ მკერდს თავი ავარიდე, რადგან ვიცოდი ასე ჩემს თავს უფრო გავაწამებდი და მეტი მართლა აღარ შემიძლია. ამიტომ მისი თავი, კისერი, ზურგი და ბეჭები გავამშრალე.

სახეზე ისევ ავხედე იმის გადასამოწმებლად რამე შეიცვალა თუ არა, მაგრამ არა ისევ ისე რჩებოდა, თითქოს ამ სამყაროში არაფერი ადარდებდა.

დაბლა დავიხარე და ხელები შავი მატერიის ქვეშ შემოვხვიე. ნელა გავხსენი და მუხლებისკენ დავქაჩე. ავიხედე და ისევ უემოციო სახე დავინახე. ღმერთო მეგონა ახლა მაინც ექნებოდა რამე რეაქცია.

შარვალი გავაძვრე და მისი საცვლები დავინახე.

ღმერთო მას დაწყევლილი შავი მოტკეცილი საცვლები ეცვა.

ყელი სწრაფად ჩავიწმინდე და შევეცადე გონება გამეფანტა. რა ჯანდაბის გამო აცვია მოტკეცილი საცვლები! რატომ არ შეიძლება უბრალოდ, რაღაც ჯანდაბა ბამბის საცვლები ჩაეცვა.

მალიგნანტი [h.s]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt