15 წუთიანი სიჩუმის შემდეგ, პატარა ხის ქოხში მივედით, რომლის გარშემოც არაფერი მდებარეობდა. ჩემს მუცელში ისევ საშინელი შეგრძნბები ამოძრავდა, როცა მანქანა გაჩერდა.
ალბათ ეს ის ადგილი იყო, სადაც მოვკვდებოდი. ამ ყველაფრის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე დავამთავრებდი.
მაღალმა სხეულმა მანქანიდან გადააბიჯა, კარი ხმაურიანად მოიხურა, მანქანას მოუარა, წინ გაჩერდა და მე მომაშტერდა. ცოტა ხნის შემდეგ ტყავის ქურთული და მაისური აიწია და ქამრიდან იარაღი ამოიღო.
დამამუნჯებელმა შიშმა სული შემიხუთა, როგორც კი გავიაზრე, რომ სამიზნეში მანქანა ამოიღო.
გაუაზრებლად დავიწყე ყვირი და თვალები იმის ფიქრში დავხუჭე, რომ რამოდენიმე წამში ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა.
გასროლის ძლიერმა ხმამ მანქანა შეარყია, მაგრამ არაფერი მომსვლია. თვალები ყოყმანით გავახილე და დავინახე, როგორ ესროდა მანქანის თითოეულ საბურავს, მანქანამ კი ოთხივე მხარეს დაიწია.
საბურავებს რატომ ესვროდა?
შიშისგან სხეული გამეყინა, ჩემმა მკერდმა კი მძიმედ დაიწყო ზემოთ ქვემოთ მოძრაობა. მაღალი მამაკაცი სწრაფად მოვიდა მანქანის ჩემ მხარეს, კარი სწრაფად გამოაღო, ღვედი შემხსნა, მხარზე წამიერად გადამიკიდა და შენობისკენ დაიძრა.
-გამიშვი! -ვიყვირე მანამ, სანამ ცრემლები ჩამომივარდებოდა.
-საყვარელო, შენ ხმას ვერავინ გაიგებს. - მშვიდად მითხრა, სანამ თეთრ კარში შევიდოდით. კარს ხელით მიაწვა და შიგნით შევედით. მისი შავი ფეხსაცმელები ხმამაღლა დააბიჯებდნენ იატაკზე.
მიმოვიხედე ამ პატარა შენობაში და დავინახე პატარა, ძველი, ბინძური საწოლი, ორი ხის სკამი და პატარა მრგვალი მაგიდა.
მან მისი მხრიდან გადმომსვა და ხის სჯამზე დამსვა. კივილი შევწყვიტე და უბრალოდ ნება მივეცი ცრემლებს თვალებიდან გადმოსულიყვნენ.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...