1

671 30 0
                                    


ჰოსოკი.

ისევ იგივე კოშმარის გამო მეღვიძება. საწოლზე ვჯდები ოფლიანი ვარ, მაგრამ მაინც ვცდილობ სიზმრის აღდგენას.კვლავ იგივე პროცედურას გავდივარ უკვე მერამდენედ ვხედავ ამ სიზმარს და მერამდენედ ვცდილობ მის გაანალიზებას.

უკუნეთი სიბნელე, კოკისპირული წვიმა და თეთრებში ჩაცმული გოგონა, რომელიც ჩემსკენ მორბის რაღაცას ყვირის მე მისი არ მესმის ის კი მორბის მაგრამ რაც უფრო მიახლოვდება მით უფრო მშორდება. თავს ვაქნევ ფიქრების თავიდან გასაფანტად საათს ვუყურებ ღამის 2 საათია. საწოლიდან ვდგები რადგან ვიცი ძილს ვერ გავაგრძელებ, მისაღებში ჩავდივარ, დივანზე ქუქის ძინავს ერთ ხანს ვუყურებ შემდეგ კი სამზარეულოში გავდივარ წყალს ვსვამ და დაბლა სავარჯიშო დარბაზში ჩავდივარ.

მუსიკას დაბალ ხმაზე ვრთავ და ვიწყებ ვარჯიშს, ვიღლები მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. არ მინდა კიდევ ერთხელ, რომ დაიბარონ მონი ჩემს გამო და საყვედურებით აავსონ. მაქსიმალურად ვცდილობ რომ, იგივე ტემპი შევინარჩუნო რაც ერთი წლის წინ მქონდა მაგრამ შეცდომები მაინც მეპარება.

ვარჯიშისა და დაღლილობის ნიადაგზე არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.

დილით ვიღაცის შეხება მაღვიძებს თვალებს ოდნავ ვახელ და ვხედავ ჯინს, ოდნავ სევდიანი გამოხედვაა აქვს მაგრამ მალევე მიღიმის და საუბარსაც იწყებს.

- მგონი პროდუსერ პაკს უნდა ვთხოვო რომ აქ ერთი საწოლი დადგას.- ამბობს იცინის და თან აგრძელებს.

- ყოველთვის აქ ხარ,ყოველთვის...

- სწორედ ამიტომ ვცეკვავ კარგად.- ვამბობ ღიმილით.

- დილამშვიდობისა.- ამბობს ნამჯუნი და ჩვენსკენ მოდის.

- ისევ აქ გეძინა?

- კი.- პასუხობს ჯინი ჩემს მაგივრად.

ვუყურებ მათ სევდიანი გამოხედვა აქვთ და ვხვდები რომ დროა სიტვაცია განვმუხტო, ვუღიმი ორივეს და საუბარს ვიწყებ.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now