ჰოსოკი
ოთახში მხოლოდ მე და ენდი ლი ვართ, შუქი ოდნავ ბჟუტავს და თვალებს მხოლოდ უაზროდ ვავლებ გარემოს. მაგიდა, ცარიელი ნაცრისფერი კედლები, ერთ მხარეს დიდი მინა და ჩემს წინ სერიოზული სახით დამჯდარი ოფიცერი ენდი ლიი.ალბათ კიდევ დიდი ხნით ვიქნებოდი ასე უაზრო გამომეტყველებით მაგრამ ენდი ლიი საუბარს იწყებს.
- კარგად ხარ? გონება დაკარგე.- ამბობს და სევდიანი სახით მიყურებს, მაგრამ აშკარად ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. მისი საუბარი მანერები, მაგრამ თავს მაინც ვუქნევ თანხმობის ნიშნად.
- ძალიან კარგი ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.- ამბობს ისევ და მე მიყურებს თითქოს და ჩემი ცქერით და დაკვირვებით დასკვნებს აკეთებდეს და მეც იგივეს ვცდილობ, რომ მოვიმოქმედო... ვცდილობ მისი მანერების შედეგად გავიგო თუ როგორი ტიპის პიროვნებასთან მაქვს საქმე.
- სად ბრძანდებოდით დღეს 11 საათიდან 12 საათამდე?- ამბობს ლიი და ფურცლებს აცეცებს თვალებს.
- ჩვენს ბინაში. დღევანდელი დღისათვის ვემზადებოდით. - ვამბობ უემოციოდ და მეც ფურცლებს დავყურებ.
- რატომ გვატყუებთ, ვიცით რომ 11 და 12 საათამდე თქვენ სახლში არ იყავით.-ამბობს და აშკარად სიბრაზსისაგან ხმა ებზარება.
- გითხარით რომ სახლში ვიყავი. ტყუილი რაში მჭირდება.- ვამბობ და ვცდილობ მშვიდად ვისაუბრო.
ის მიყურებს და რაღაც ფურცელს წინ მიდებს.
- ამ დოკუმენტის თანახმად მტკიცდება, რომ თქვენ დღეს10 დან 12 ის ნახევრამდე სახლში არ ბრაძანდებოდით.
- აჰჰ დიახ, გამახსენდა. დღეს მე მისთვის... ხმა მიწყდება და რამოდენიმე წამით ვჩუმდები.
- გისმენთ.- ამბობს ისევ გაბრაზებული ხმით ის.
- დღევანდელი დღისათვის ყველა წვრილმანს ვაგვარებდი.- ვამბობ და მას ვუყურებ.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...