50

218 12 3
                                    

ჰოსოკი

იცი რამდენი ვიწვალე რომ ჩრდილში დავრჩენილიყავი, რატომ ვერ მოისვენე, რატომ არ გაჩერდი პატარა ძუკნავ, შენ მთელი ჩემი შრომა წყალში ჩაყარე ყველაფერი დამაკარგიე, ახლა კი შენი დრო მოვიდა ყველაფერს წაგართმევ სათითაოდ ყველას შენს თვალწინ მოვკლავ, ბოლოს კი შენ და შენს ნაბიჭვარსაც მივხედავ.

- მათ არ შეეხო ისინი არაფერში არ არიან დამნაშავეები.

- სიმართლე გითხრა ეგ ფეხებზე მკიდია ახლა კი ყოველგვარი წიკების გარეშე მომიახლოვდი.

- არსადაც არ მოვა.

- ნუ ერევი ჰოსოკ თუ არ გინდა რომ ჯერ კიდევ დაუბადებელი პატარა შეიწირო.

- ემილი.

- დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ.

- თავად მაინც თუ გჯერა იმის რასაც ამბობ.- ისმის ჩენის ამაზრზენი სიცილი რომელსაც ვიღაც უერთდება.

- დენი?

- ოოო ლამაზმანიც აქ გვყოლია.

- შენ ჰოსოკი გჭირდებოდა, მეც გადმოგეცი.- ამბობს ჩენი ღიმილით.

- მადლობას მოგახსენებთ, ჯერ კიდევ ციხეში მინდოდა მისი დაგემოვნება თუმცა ვერაფერს ვერ გავხდი.

- შეგიძლია რაც გინდა ის გაუკეთო.

- გეგმაში ბევრი რამ მაქვს ბატონო.- ამბობს სიცილით რაზეც ჩენიც უერთდება.

ვხედავ ემილის რომელიც ნელ-ნელა უახლოვდება ჩენსა და დენის და ტანში არასასიამოვნოდ მცრის.

- შენ მეცნობი მშვენიერო მაგრამ საიდან?...- ამბობს დენი და ემილის თვალს ავლებს.

- რომელს ვესროლო პირველი ძუკნავ, ვისაც აარჩევ პირველი ტყვია მას მოხვდება.

- გამახსენდი იმ ღამით ვითომ და პოლიციელი საქმრო რომ გყავდა ის ხარ ხომ ასეა?

- ამოიღე ხმა რომელს ვესროლო ძუკნავ.- ყვირის და ხელს სახეში არტყამს ემილის რომელსაც დენი იჭერს რომ არა მისი მკლავები ემილი ძირს დავარდებოდა.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now