40

85 11 0
                                    

ემილი

არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა თუმცა ხმა ვერა და ვერ ამოვიღე.

- თუ რამის თქმა გინდა დაიწყე.- ამბობს გაბრაზებული ჰოსოკი.

- კარგი, მოკლედ...

- ემილი ვხედავ რომ ნერვიულობ დამშვიდდი ჩვენ არსად არ გვეჩქარება.- ამბობს ჯინი ღიმილით.

- არა ჯობია რომ ამაზე ვისაუბროთ.

- როგორც გსურს.

- მე თქვენ გითვალთვალებდით, მე...

- ანუ მაშინ როდესაც ეგ მითხარი სერიოზულად თქვი?- იკითხა თაემ.

- ჰო ასეა თუმცა მე სანამ თქვენზე თვალთვალს დავიწყებდი მანამდეც ვიცოდი თქვენს შესახებ.

- ნუ ჩვენ პოპულარულები ვართ, ასე რომ ეს არცაა გასაკვირი.- ამბობს ჯიმინი.

- არა, მე თქვენზე ვიცოდი ყველაფერი ერთი ადამიანისაგან.

- მითხარი რომ ის ენდი ლი არაა.- ამბობს ჰოსოკი და თვალს მავლებს.

- არა ის არ არის.

- მაგრამ მას იცნობ, საიდან იცნობ მას? რა გაკავშირებს მასთან? მისთვის მუშაობ?- მომაყარა კითხვები იუნგიმ.

- მისთვის არ ვმუშაობ თუმცა ახლა...

- თუმცა ახლა რა?- მეკითხება ჯუნი.

- მან დახმარება მთხოვა ერთ საქმესთან დაკავშირებით და მე...

- არ თქვა რომ დასთანხმდი.- ამბობს ქუქი.

- მე მას დახმარებას დავპირდი, საქმე ჩანიოლის სიკვდილს უკავშირდება.

- რას გულისხმობ როცა ამბობ სიკვდილს?- იკითხა ჯუნმა.

- ენდი ლი თვლის რომ მათი გეგმის ყველა დეტალი მოწინააღმდეგეს ერთ-ერთმა ადამიანმა უთხრა ხუთეულიდან, ის თვლის რომ ვირთხა ჰყავთ და ეს ასეცაა.

- შენ ამ საქმეში არ ჩაერევი, სარისკოა.- ამბობს ჰოსოკი და თვალს მავლებს.

- ამ საქმეზე უარს ვერ ვიტყვი ჰოპი, ვიცი სარისკოა მაგრამ ჩემი დის მკვლელიც ამ ხუთიდან ერთ-ერთია.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now