ჰოსოკი
საკუთარ ოთახში ავდივარ და საწოლზე ვწვები. დღეს დასვენების დღე გვაქვს ასე, რომ ბავშვები ნელ-ნელა ტოვებენ სახლს. როდესაც სახლში მარტო ვრჩები მხოლოდ შემდეგ ვაღებ საკუთარ კარადას და ერთ- ერთ ყუთს ვიღებ. ალბათ ფიქრობთ თუ რა მაქვს დასამალი მათთვის ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ სწორედ ამიტომ მეშინია მათთვის ყველაფრის გამხელა. ყუთს ვიღებ და სათითაოდ ვავლებ თვალს თითოეულ ფაილს. კიდევ ერთხელ განვიხილავ ჩემს თეორიას და ახალ ინფორმაციასაც ვამატებ. ფოტო ალბომში კიდევ ერთი გოგოს ფოტოს ვამატებ და გული მტკივა, რომ ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება,ვუყურებ მათ მომღიმარ სახეებს და ვყოყმანობ მინდა თუ არა კიდევ ერთხელ მისი ფოტოს ნახვა. როგორ არ მინდა, მაგრამ მეშინია. მეშინია, რომ ისევ ავირევი მეშინია, რომ ისევ იმ საშინელ პერიოდში დაბვრუნდები, მეშინია, რომ ჩემს გამო ბიჭებს დავაზიანებ, მაგრამ ცდუნებას ვერ ვუძლებ ფოტოს ვუყურებ და ვაძლევ უფლებას საკუთარ თავს, რომ ცრემლებად დავიღვარო. ვუყურებ მის მომღიმარ სახეს ქერა დალალებს და ვცდილობ ისევ გავიხსენო ის წამები, როდესაც ეს ფოტო გადავიღეთ. წარმატებულად ვახერხებ ძველი მოგონებების გახსენებას მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს დიდ ტკივილს მომაყენებს.
- ჰოპი დავიღალე.- წაიწუწუნასავით ენიმ.
ხელებს ვხვებ და რამოდენიმე წამში ხელში ამყავს, ოდნავ აპროტესტებს მაგრამ, ბოლოს მაინც მნებდება, ვიცი სიამოვნებს მასზე, რომ ვზრუნავ.ესე მივუყვებით გზას და ვიცინივართ.
ფიქრებიდან ზარის ხმა მაფხიზლებს, ყუთს ისევ თავის ადგილზე ვაბრუნებ და დაბლა ჩავდივარ, კარს ვაღებ და ერთ ადგილზე ვშეშდები. ცოტახნით მიყურებს და შემდეგ დაუკითხავად ოთახში შემოდის, კარს ვკეტავ და უკან მივყვები. ერთმანეთის პირისპირ ვზივართ და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, არცერთი არ ვფიქრობთ საუბრის დაწყებას, უბრალოდ ვუყურებთ ერთმანეთს ჩუმად. საბოლოოდ საუბარს ის იწყებს.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...