თაე
მისაღებში ვართ ვერთობით, მაგრამ ქუქის მოსვლისას ყველაფერი იცვლება. ძალით ავყავარ ხელში და მანქანაში მტენის, მთელი გზა ვჩქმეტ ხელებზე ვეჩხუბები , მაგრამ უშედეგოდ ასეთი შეუვალი არასოდეს არ მინახია. არ იფიქროთ რომ ბექიონზე გაბრაზებული ვარ და ამიტომ არ მინდა მისი ნახვა არა სულაც არა უბრალოდ არ ვიცი რაზე ვესაუბრო როდესაც მის წინაშე ვიქნები. მანქანას საკმაოდ სწრაფად ატარებს და საავადმყოფოსთან აჩერებს. გაკვირვებული სახით მას ვუყურებ თვალები სევდიანი აქვს მეც მიცრემლიანდება, და კითხვის დასმასაც ვერ ვბედაბ. ბოლოს როგორც იქნა საკუთარი ხმის იოგები სადავეში ავიყვანე და ძლივს ამოვილიღლუღე რამოდენიმე სიტყვა.
- ქუქ აქ რას ვაკეთებთ?
მიყურებს მაგრამ ხმას არ იღებს.
- ქუქ გეკითხები აქ რა ჯანდაბას ვაკეთებთ?- ოდნავ ხმამაღალი ტონით იგივეს ვუმეორებ.
არ მიყურებს და არც არაფერს არ მეუბნება. მანქანიდან გადადის, მეც გადავდივარ და უკან მივყვები, არ მივდივართ სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ მივრბივართ. მან თქვა რომ ბექიონთან მივდიოდით, მაგრამ აქ? ნუთუ ის? ასე ფიქრებში ვარ გართული, როდესაც ქაის, ლიზას, ჩანიოლსა და სხვა ჯგუფის წევრებს ვხედავ დერეფანში. ყველას თვალს ვავლებ, თვალებ დაწითლებულები არიან ქუქიც იქვე დგება კარის გვერდზე და ცრემლები მოსდის. ძალას ვიკრებ და ნელ ნელა მივღოღავ კარისაკენ და მეშინია იმის დანახვის რაც იქ მელოდება. კარის სახელურს ვწევ და ოთახში შევდივარ. ფეხები მეკვეთება და იქვეე ვიკეცები. კარს ვეყუდები ზურგით და ცრემლები მისველებს სახეს რომელიც მხოლოდ ერთ მხარეს მაქვს მიმართული. საწოლამდე კუს ნაბიჯებით მივდივარ და მის გაღიმებულ მზერას ვაწყდები.
- მოხვედი?
- ბექიონ? ეს რას ნიშნავს შ-შენნ აქ რას... ძლივას ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს , მაგრამ ის საუბარს მაწყვეტინებს და ჩემს ხელს მის ხელში იქცევს და მკრთალად მიღიმის.
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...