ჩანიოლი.
რაც კონცერტზე შემემთხვა ეს უკვე პიკი იყო ჩემთვის სასმელი ვერ მშველოდა ვერც ტაბლეტები თავს საშინლად ვგრძნობდი. დილით საკუთარი თავის დანახვისას მუდამ გულისრევის შეგრძნება მიპყობდა ვერ ვიტანდი იმ ადამიანს ვისაც სარკეში ვხედავდი ვერ ვიტანდი ჩემს თავს.
ეხლაც იმის მაგივრად რომ ჩემი სინდიდსი დავამშვიდო და სწორად მოვიქცე იმის მაგივრად ისევ აქ ვარ ვიმალები როგორც უკანასკნელი ლაჩარი, თავს სასმელითა და ტაბლეტებით ვიმშვიდებ თუმცა არცერთი არ მეხმარება. ბოლო დღეებია რაც სახლიდან არ გავდივარ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მითვალთვალებენ ეს გასაკვირიც არ არის უკვე თვეზე მეტია რაც წამლების ფული არ გადამიხდია. ალბათ ჯერ-ჯერობით იმიტომ არ მაქრობენ დედამიწიდან რომ იციან ვერსად გავექცევი. მე ხომ ერთ-ერთი მოსიარულე მძორი ვარ დედამიწაზე. არაკაცი რომელსაც იმის აღიარებაც კი არ უნდა რომ უდიდესი დანაშაული ჩაიდინა. ის ჩემგან იყო.. მე მამა უნდა გავმხდარიყავი, მამა. ჯანდაბა ჩანიოლ ერთხელ მაინც მოიქეცი როგორც მამაკაცი, ერთხელ მაინც გაუსწორე ამ ცხოვრებას თვალი. აღარ მოგბეზრდა ასე ცხოვრება, იმ დამძიმებულ სინდისს რას უშვები. ისევ ერთ ჭიქას ვსვამ და საწოლზე მოწყვეტით ვარდები. საშინელი თავისტკივილი მაღვიძებს ისევ სმას ვიწყებ. კარზე მიკაკუნებენ ვაღებ ოთახში ქაი შემოდის, ბექიონის გარდაცვალების შემდეგ ისიც არ გამოიყურება კარგად. ჩვენი გჯუფი ჯერ კიდევ სტრესშია და გლოვობს ამ უდიდეს დანაკარგს.
- რა გჭირს ჩანიოლ რა სახე გაქვს? რამეზე ნერვიულობ?- მაყრის კითხვებს როგორც ყოველთვის ახლაც ყველაზე ზრუნავს და თავის თავი მუდამ ავიწყდება.
- უბრალოდ ცუდად მეძინა.- ვამბობ და ვუღიმი.
- დილიდან დალევა რამ დაგაწყებია ჩანიოლ?- მეკითხება და ოდნავ გაბრაზებული სახით მიყურებს.
VOUS LISEZ
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...