32

98 15 2
                                    

იუნგიიი.

დილიდან აფორიაქებული ვარ ვერა და ვერ ვისვენებ დღეს ღამემდე მაქვს დრო... დღეს ღამით ყველაფერი უნაკლოდ უნდა იყოს. სამზარეულოში ჩავდივარ სადაც ჯიმინი ჰოსოკი და ქუქი არიან.

- თვალები მატყუებს თუ მელანდება.- ამბობს ჯინი.

- არც ერთი და არც მეორე.- ვამბობ მისკენ მივრბივარ და ვეხუტები.

- ვინმემ ხელზე მიპრწკინეთ, მგონი ეს ყველაფერი მესიზმრება.- ამბობს ჯინი.

მეცინება და ხელზე ვპწკენ.

- ჰეიიი მეტკინა.- წაიწუწუნა ჯინმა.

- თავად არ თქვი მიპრწკინეთო?

- იუნგი დღეს რაღაც განსხვავებული ხარ, რამე ხომ არ გჭირს?- მეკითხება ჰოპი.

- ყველაფერი კარგადაა, მოკლედ ჯინ უნდა დამეხმაროოო.

- მეეე?

- ჰოოო შენ ჯინ აბა შენს გარდა აქ ვინმეს სახელი ჯინი ჰქვია.- ვამბობ და ვუღიმი.

- რა ხდება? რაში გჭიდება ჩემი დახმარება.

- ომლეტის გაგეთება უნდა მასწავლო და თან დღეს ღამემდე.

- რააა?- ერთდროულად წამოიყვირეს ჰოპიმ და ქუქიმ სიცილით.

- რას იტყვი ჯინ თანახმა ხარ?

- იუნგი მართლა კარგად ხარ?

- ჯიინ სერიოზულად გეუბნები.

- მეცც იუნგი მეც.- ამბობს და შუბლზე ხელს მადებს.

- ჯიიინ.

- კარგი ვნახოთ რა გამოვა.- ამბობს სიცილით ჯინი.

საათნახევრის შემდეგ ისევ ვაწვდი ჰოპისა და ქუქის ომლეტს.

- მე მეტს ვეღარ შევჭამ, თან საშინელი გამოგდის, არ გეწყინოს.- ამბობს ჰოპი.

- და ამას მეუბნება კაცი რომელიც იმედს უწოდებს თავს, ვერ ხვდები რომ ამ სიტყვებით ჩემს იმედებს ამსხვრევ.- ვამბობ ბუზღუნით და ქუქის ვუყურებ რომელიც ჩემი ხათრით კიდევ ერთ თეფშს ჭამს.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora