11

110 16 5
                                    

ქუქიიი

ლიზასთან ერთად ვარ და თეჰიონის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს მივყვები. ვცდილობ, რომ არ მოიწყინოს, მაგრამ მე საერთოდ ვერ ვხალისობ. ლიზას ვუყურებ ისიც მიყურებს მიღიმის. ძალიან ლამაზია მაგრამ გულ ვერა და ვერ უბრძანებ. თავს ვაქნევ რომ უაზრო ფიქრები თავიდან ამოვიგდო. ბექიონს ვხედავ ვიღაც გოგოსთან ერთად კოქტეილს წრუპავს თვალს კი თეჰიონისაკენ აპარებს მეც ხშირ-ხშირად გამირბის თვალი მისკენ, სვამს, იცინის დროს კარგად ატარებს.

ვირაც ტიპი უახლოვდება და თეჰიონიც უცინის, სხეული ოდნავ მეძაბება მაგრამ მალევე აზრზე მოვდივარ. ვუყურებ ბექიონს და მიკვირს თუ რას უცდის.

საპირფარეშოში გავდივარ და იმ ბიჭს ვაწყდები, ტელეფონზე ლაპარაკობს.

- გეუბნები მაგარი იქნება, ისეთი ლამაზია, გააფრენ.

ვუყურებ და კაბინაში შევდივარ.

- გაგიჟდი, არა რათქმა უნდა წინააღმდეგი იქნება, ეგეთს არ გავს.

რა ჯანდაბას აპირებს? გავიფიქრე ჩემთვის.

- არ ინერვიულო მაგ პრობლემაც გადავჭრი.

- რა პრობლემა? უკვე ნერვები მეშლებოდა მაგრამ მაინც არ გამოვდიოდი კაბინიდან.

- საკმაო დოზა მივაღებინე, მალევე მოითენთება არ ინერვიულო, მარტივი სამართავი იქნება მთავარია შენ ყველაფერი გაამზადო, როგორც კი მოვალთ ნიშანს მოგცემ.ტელეფონს თიშავს და გადის უკან მივყვები ვხედავ თეჰიონს რომელსაც ცეკვის დროს ხელებს უფათურებს. საკუთარ ტუჩებს ვიკვნეტ რომ რამე არ ჩავიდინო. ვცდილობ რომ არ ჩავერიო. ვხედავ ბექიონიც იგივე მდგომარეობაშია. ვუყურებ ველოდები, როდის ადგება მაგრამ ის საერთოდ არ ჩქარობს ადგომას. ვუყურებ თეჰიონს და ნერვები მეშლება, როგორ აძლევს ვიღაც ახვარს ხელების ფათურის უფლებას. ის ახვარი კი ხელებს მის ბარძაყზე ასრიალებს. ვხედავ ბექიონს რეაგირება ნოლი. არ ჩაერიო ქუქ... არ ჩაერიო კიდევ ერთხელ ვუმეორებ თავს მაგრამ საკუთარი სხეული არ მემორჩილება.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now