26

96 14 2
                                    

თეჰიონი

უკვე მესამე დღეა რაც ბიჭები წავიდნენ და მოწყენილობისაგან ვკვდები. ემილიც სადღაც გაქრა, ხშირად ვწერთ ერთმანეთს მაგრამ ვერა და ვერ გავიგე თუ სად გადაიკარგა, ჯიმინი და შუგაც არ მპასუხობენ.ხოლო ნამჯუნსა და ჯინს ვერც ვურეკავ. ხშირად ჰოპი მირეკავს კიდევ კარგი მას ვახსოვარ. ქუქი დილით რომ გადის ღამით ძალიან გვიან ბრუნდება. ჩემი ფოტოსესია იმდენად მომაბეზრებელია, რომ მოწყენილობისაგან აღარ ვიცი რა გავაკეთო. ჩემს თანატოლ ბიჭებსა და გოგნებს ყველას ქუქი მოსწონთ და მუდან ერთი და იგივე კითხვებით მიჭედავენ თავს.

- თეჰიონ, მართალია რომ ლიზა და ქუქი?

- აჰაა.

- როგორ გაუმართლა, ქუქი ძალაინ სიმპატიურია.

ყოველდღე ერთი და იგივე... თითქოს და არ ვიცოდე, რომ სიმპატიურია და საყვარელი და საერთოდ თეჰიონ შეწყვიტე ეს ყველაფერი. სახლში მივედი დივანზე დავეტყეპე და ჩემთვის პიცა შევუკვეთე, რაც ჯინი წავიდა კუხნაში არც არაფერს არ ვაკეთებთ. პიცას ვჭამდი და ქუქისათვისაც შევინახე. ნაყინიც მივაყოლე საყვარელ მურთფილმებს ჩავიჯექი და ბოლოს როდესაც გადამეწურა იმედი საძინებელში ავედი პიჟამოები ჩავიცვი და საწოლზე წამოვწექი. ვერ ვიძინებდი, ვერ ვისვენებდი. არ კი ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ხმაურმა გამომაღვიძა საშინლად მეშინოდა, ქუქიც არ იყო, ამხელა სახლში მარტო მე ვიყავი. ბოლოს როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და იქვე ლანრანკს დავადე ხელი და კიბეებისაკენ წავლასლასდი. კიბეებს ჩავუყევი, როდესაც ვიღაცის ბუზღუნის ხმა მომესმა, გავხედე ძირს გაშოტილ ქუქს რომელიც ადგომას ცდილობდა და გულიანად გამეცინა.

- ჰეიიი ქუქ, ასე ძალიან მოგწონს ძირს ყოფნა? მოდი აქ დაგეხმარო.- ვამბობ ლარნაკს იქვე ვდებ და დაბლა ვიხრები ხელებს ვხვევ და ისიც მეხვევა.

კიბეებისაკენ ძლივს მივდივარ.

- ჯანდაბა ქუქ ამდენი სად დალიე?- ვწუწუნებ მას კი ეცინება.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora