ქუქი
უკვე კვირაა რაც საფრანგეთიდან დავბრუნდით, სამწუხაროდ კონტრაქტი ჩაგვივარდა თუმცა ამ წამს ჩვენთვის მეგობარი უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კონტრაქტი საბედნიეროდ კი ჩვენს პროდუსერს ეს ესმოდა.
ემილისთან და ჰოსოკთან ერთად ხშირად დავდიოდით ამა თუ იმ ადგილას და ძალიან მიხაროდა ჰოსოკის ბედნიერება. სახლში ვბრუნდებოდით როდესაც მანქანა ტყის პირას გავაჩერე და თაეს გადავხედე.
- რა ხდება ქუქი?
- თაე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ გითხრა.
- რა ხდება?
- თაე მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემთან გაატარო, მინდა რომ ვიქორწინოთ მაგრამ თუკი გამომყვები შენი კარიერა როგორც მოდელის დასრულდება ამხელა მსხვერპლის გაღებას კი ვერ გთხოვ მაგრამ მჭირდები პატარავ, მინდა რომ ყოველდილით შენი ლამაზი სახე დავინახო, შენი გაბუსხული ტუჩები, ულამაზესი თვალები, შენი უნაკლო სხეული. იცი კეთილი შურით მშურს ჯუნის რადგან მას ცხოვრებაში ჯინი ჰყავს ყოველ დილით მისი სახის დანახვით იწყება დღე, მეც მინდა რომ ერთად ვიყოთ ძალიან მინდა პატარავ.
- ქუქი.
- გისმენ.
- იცი რამდენი ხანი ველოდებოდი ამ სიტყვებს შენგან.
- ანუ...
- საყვარელო თუ შენ არ მეყოლები არაფერი არ მინდა. ამ სიტყვებს ჯერ კიდევ ჯინისა და ჯუნის ქორწილის შემდეგ ველოდი. მეც მინდა რომ ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირო მინდა რომ სამუდამოდ ერთად ვიყოთ. მინდა ოჯახი შევქმნათ ასე რომ მზად ვარ სამუდამოდ შენი გავხდე ჯეონ ჯანქუქ რადგან სიგიჟემდე მიყვარხარ შენს გარეშე კი ჩემი ცხოვრება არაფერს არ წარმოადგენს.- ამბობს ღიმილით ჩვენს ბაგეებს აერთებს მალევე კოცნაზე კოცნითვე ვპასუხობ და მასთან ერთად თითოეული წამით ვტკბები.
სახლში მისვლისთანავე ბავშვებს ყველაფერს ვეუბნებით და ჩვენი ქორწილისათვის გეგმებს ვაწყობთ.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...