25

91 12 0
                                    

ჰოსოკი

გარეთ ვიყავით გასულები და ნაყინებს მივირთმევდით, ემილი და თეჰიონიც შემოგვიერთდნენ.

- ზედმეტად თხლად ხომ არ გაცვია?- ვეკითხები ემილის რაზეც სხვები მიყურებენ.

- არა, გვიან მოვიცმევ თუ შემცივდება.- ამბობს და ნაყინს ისიც იღებს.

ასე აშკარად გაცივდება გუშინ სიცხე ჰქონდა ტანზე თხლად აცვია, ნაყინსაც ჭამს. არა რა საერთოდ არ უფრთხილდება მის თავს. ჯანდაბა ჰოსოკ რაში გაინტერესებს რა მოუვა და რას იზამს?- ვფიქრობ და რამოდენიმე წამით უბრალოდ სამყაროს ვწყდები და ვითიშები.

- შენ რას იტყვი ჰოსოკ?- მეკითხება თეჰიონი და ხელებს ცხვირწინ მიქნევს. გამოფხიზლდი ადამიანო.

- რა გინდა თეჰიონ?

- უკვე აღარაფერი ემილი დამეხმარება.- ამბობს და ისევ ემილის ეხვევა, რაც ქუქის სიტყვებზე მაფიქრებს ნუთუ მას ემილი მოსწონს, ნუ სულ ერთად არიან მუდამ. ჯანდაბა ეს უაზრო ფიქრები თავიდან უნდა ამოვიგდო.

- ჩვენი წასვლის დროა.- ამბობს მინჰო და ყველას გვეხვევა და გვკოცნის.

- მალე შევხვდებით ერთმანეთს მეგობარო.- ვეუბნები და მას ვუღიმი.

- წასვლამდე აუცილებლად შევხვდებით.- ამბობს და შემდეგ ემილის რაღაცას უჩურჩულებს. ნეტავ რა უთხრა? გავიფირქე და ლიზას გადავეხვიე.

- ესეც ასე მეც წავედი, ძალიან მომენატრები პატარავ.- ამბობს და ლოყებს უკოცნის ქუქის რაზეც თეჰიონი სახლში შედის. ლიზა ჩვენც გვემშვიდობება და მეც სახლში შევდივარ თეჰიონის საძინებელში ავდივარ, კარზე ვაკაკუნებ და შევდივარ. მიღიმის თუმცა თვალები კარგა გვარიანად აქვს ჩაწითლებული რაც იმას მიმანიშნებს რომ ტიროდა.

- კარგად ხარ?

- აჰაა, ცუდად რატომ უნდა ვიყო.- ამბობს და მიცინის.

- თეე რაც ბექიონი მოკვდა მას შემდეგ უცნაურად იქცევი.

- მე ხომ სულ უცნაურად ვიქცები.- ამბობს ისევ სიცილით.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora