ემილი
სასტუმროში ვიყავით როდესაც კარზე დააკაკუნეს, მალევე მისაღებში შევდივარ ჰოსოკთან ერთად.
- მენატრებოდი.
- მეც საყვარელო.
- რას აკეთებ?
- ჯეკ ჩენს ნერვებს ვუშლი.
- შედეგი გვაქვს?
- ენდის ვესაუბრე...
- როდის?
- გუშინ ღამით.
- და რაო რა თქვა?
- ამბობს რომ მისი კაპიტანი გიჟივით დარბის აქეთ-იქით. მითხრა რომ დახმარება შესთავაზა თუმცა ჯერ-ჯერობით უარით გამოისტუმრა. ტელეფონზე ზარებს ვისმენთ თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს.
- და რას აპირებ?
- როგორც კი ჩავალ თავად დავურეკავ და თამაშს დავიწყებთ, ყველაფერს გავაკეთებ რომ ჭკუიდან გადავიყვანო, ვანანებინებ რომ დედამიწაზე გაჩნდა.
- ოჰო უკვე მაშინებ იცი.- ამბობს ღიმილით რაზეც თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
- ძალიან საყვარელი ხარ იცი.
- სიმართლე რომ ვთქვა საკუთარი თავი არასოდეს არ მომწონდა, მაგრამ თუკი თვლი რომ საყვარელი ვარ მეც დავიჯერებ რომ ვარ.
- ულამაზესი ხარ.- ამბობს თუ არა ხელს მავლებს და კალთაში მისვამს, მალევე ვგრძნობ მის ბაგეებს ჩემს ყელზე და თითებს ჩემს სხეულზე.
- ბიჭები სად არიან?
- სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი ყველანი გაქრნენ.
- გასაგებია.
- შენი მშობლები როგორ არიან?
- უკეთესად მამა თავს კარგად გრძნობს რამოდენიმე თვე და დაბრუნდებიან, ისე ძალიან მენატრება ორივე რომ სიტყვებით ვერ ავღწერ, იცი მათი წყალობით ვიგრძენი მშობლების სიყვარული. დედას არასოდეს არ ვაინტერესებდით მამა კი სანამ ცოცხალი იყო თან გვყვებოდა, მისი წყალობით ვისწავლე თუ რას ნიშნავს სიყვარული თუმცა მალევე მიგვატოვა ხოლო დედამ იმდენი მოახერხა რომ ეს სიყვარული ღრმად ჩამიმარხა გულში. ჩემი ცხოვრება იავარდებით მოფენილი არასოდეს ყოფილა. აუტანელი იყო მასთან ცხოვრება ყოველდღიურად ახალ-ახალი პარტნიორი. სკოლის ბოლო წლები სიხარულით დავასრულე შემდეგ მარტო გადავედი საცხოვრებლად და მას შემდეგ არც მინახია. ისიც კი არ ვიცი რას აკეთებს თუმცა ეჭვი მეპარება რომ მისი ცხოვრება შეცვლილი იყოს.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...