36

97 11 3
                                    

ნამჯუნიიიი.

დილით ადრევე ვდგები და სამზარეულოში ჩავდივარ ჯინი იქ არ არის, ტელეფონს ვიღებ და სიას ვამოწმებ, დღეს მისი დაბადების დღეა და მინდა, რომ ყველაფერმა უნაკლოდ ჩაიაროს, რესტორანში მაგიდა დავჯავშნე, თავიდან მხოლოდ ჩვენ ორი მინდოდა რომ ვყოფილიყავით, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჯინის ემოციები ჩვენს ბავშვებზე... სასაცილოა არა მე სულ რაღაც 24 წლის ვარ და უკვე 5 შვილი მყავს , შვილები როგორც ჯინი ამბობს. ეჰჰ ჯინი ჩემი უსაყვარლესი ჯინი. ასე, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ავღნიშნავთ ჯინის დაბადების დღეს რესტორანში და არა მარტო დაბადების დღეს... დღეს დიდი გეგმები მაქვს და იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, იმედია ბედნიერი იქნება. ყველაფერს თვალს ვავლებ კიდევ ერთხელ და მისაღებში გავდივარ როდესაც კიბეებზე ჩამომავალ ჯინს ვხედავ.

- ჰეიიიი.

- ასე ადრე როგორ გაიღვიძე? ხომ მშვიდობაა.

- მშვიდობაა ჯინ სულ ცუდზე რატომ ფიქრობ.

- არ ვიცი ჯუნ საერთოდ ადამიანები არიან ასე მოწყობილები მუდამ ცუდზე ვფიქრობთ.- ამბობს სიცილით ჯინი და სამზარეულოსაკენ მიდის.

უკან მივყვები სხეულზე ვიკრავ და ყურში დაბადების დღის მელოდიას ვღიღინებ, შემდეგ კი ნაზად ვკოცნი ყელზე.

- ჯუუნ, მადლობა.

- მოიცა აი ესენი შენ.- ვამბობ და მალევე მისთვის წითელი ვარდების ბუკეტი გამომაქვს, ვიცი რომ ვარდისფერი გიყვარს, მაგრამ ამ წამს ესენი უფრო შეგეფერება ჩემი მშვენიერო.- ვამბობ და ჩვენს ტუჩებს ვაერთებ ისიც მყვება კოცნაში, ყვავილებს ლარნაკში ათავსებს და საჭმლის კეთებას იწყებს. ბიჭებიც ჩამოდიან და ისინიც ულოცავენ დაბადების დღეს, ყველა საჩუქრებს აძლევენ ჯინს და ლოყებს უკოცნიან, ის კი პატარა ბავშვივით ტირის და უფრო და უფრო ძლიერ მხვევს ხელებს.

მივირთმევთ, შემდეგ ბიჭები გვემშვიდობებიან ჯინი სახლს ალაგებს და ისევ ტირის.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now