ჯინი ...
ოთახიდან სამზარეულოში ვბრუნდები და ფორთოხლის წვენს ვწურავ.
- ისევ აქ ხარ.- ამბობს მონი ღიმილით.
- ჰოო.
- რა ხდება ამ ბოლო დროს ძალიან სევდიანი ხარ ჯინ.
- არ ვიცი მონი ვცდილობ, რომ კარგ ხასიათზე ვიყო, მაგრამ არ გამომდის შენც ხომ ამჩნევ თუ როგორ სიტუაციაში ვართ. ჰოპი ცდილობს რომ თავი ყველაზე ბედნიერად და ძლიერად მოგვაჩვენოს მაგრამ ახლაც ყურებში ჩამესმის მისი ტირილი, თან ის პოლიციელიც თავს არ ანებეს. აქეთ თეჰიონია, რომელსაც ვერ გაუგია თუ რა უნდა ცხოვრებისგან. ვერ ვხვდები რატომ აძლევს ამდენის უფლებას ადამიანს რომელიც არ უყვარს. კიდევ ქუქი, რომელსაც ეშინია საკუთარი გრძნობების გამხელა საკუთარ თავთან, რაც შეეხება იუნგის და ჯიმინს მათ ვერც ვერაფერს ვერ გაუგებ, ცდილობენ დამალვას მაგრამ არც ისე კარგად გამოდით. ყველაფერი, რომ აირიოს ორივე ცუდად იქნებიან. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. მეშინია, რომ ყველაფერი თავზე დაგვენგრევა და ციდან იმაზე მალე ჩამოვარდებით ვიდრე წარმოვიდგენთ.
- ეს არასოდეს არ მოხდება, ჩვენ ამაზე რთული პრობლემებიც გადაგვილახია. მთავარია ერთად ვიყოთ და ყველაფერს დავძლევთ.- ამბობს მონი და გულში მიკრავს.
- სადმე ხომ არ წავსულიყავით?
- აქვე ახლოს ერთი კაფეა იქ წავიდეთ.- ამბობს მონი.
- მაპატიეთ გვრიტებო მაგრამ ერთადერთი სადაც ერთად ამ წამს წახვალთ სავარჯიშო დარბაზია. ცეკვა უნდა გააუმჯობესოთ.- ამბობს ღიმილით ჰოპი და ჩვენც გაბუტული ბავშვებივით უკან მივყვებით მას.
**********************
იუნგი...
- ცოტა ხნით კიდევ დავრჩეთ.
- არ გამოვა.- ამბობს და სააბაზანოსაკენ მიდის.
- ხო მაგრამ...
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...