თაე
დილით ავდექი და სამზარეულოში ჩავედი. ჯინი როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა. მონი გაზეთებს ავლებდა თვალს, ქუქი არსად არ იყო ალბათ ისევ ლიზასთან დარჩა გავიფიქრე ჩემთვის და ჩემი საძინებლისაკენ წავედი. კიბეებზე ნელ-ნელა დავიწყე სიარული, თუმცა მალევე სამზარეულოსაკენ ბრუნდები.
- ჰეი თეჰიონ ცოტა სწრაფად ჩადი.- ყვირის იუნგი.
მას ვუყურებ და მეღიმება.
- არ გესმის ადამიანო?- აგრძელებს ბუზღუნს.
- კარგი, კარგი მხოლოდ იმიტომ რომ ჯიმინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ის აშკარად ერთობა ასე 10 წუთით კიდევ ხომ არ გავჩერდე.- ვამბობ და ვიცინი.
- ჯიმინ გთხოვ, უთხარი რამე. ხომ იცი მიყვარს როცა ასე აქეთ-იქით დაგაბოდიალებ მაგრამ დავიღალე... გუშინ ღამეე...
- თეჰიონ გთხოვ დაინდე.- ამბობს ლოყებაწითლებული ჯიმინი.
- ოჰოო და რა მოხდა გუშინ ღამით?- წამოიყვირა სამზარეულოდან ჯინმა.
- თქვენთვის საინტერესო არაფერი.- ამბობს იუნგი და ჯიმინთან ერთად დივანზე ესვენება.
- ჰოსოკი სად არის? ვეკითხები ჯინს და წვენს ვიღებ მაცივრიდან.
- აქ ვარ.- ამბობს და გვიღიმის. სახე ოფლით აქვს დაცვარული.
- ისევ?- ეკითხება ჯინი..
- ჰოოო, რას ვიზამთ ძალიან ვუყვარვარ, და ვერ მშორდება ისე, როგორც შენ და მონი ვერ შორდებით ერთმანეთს ჯინ.- ამბობს და წვენს მართმევს.
- ეიიი.
- მე წავალ თავს მოვიწესრიგებ და მოვალ.- ამბობს და ჩემი წვენით ოთახისაკენ მიდის.
ისევ ვიღებ მაცივრიდან წვენს და გახსნას ვცდილობ. ოთახში ახლა ქუქი შემოდის ისიც ოფლში ცურავს.
- სად იყავი?- ეკითხება იუნგი ნუთუ ლიზამ...
- მოკეტე იუნგი... დავიღალე.- ამოიწუწუნა და ჯინს გახედა.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...