9

119 14 5
                                    

 ემილი.

ჩემების წასვლის შემდეგ როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და ჩემი დის საძინებელ ოთახში შევედი... მიუხედავად სისუფთავისა მაინც ეტყობოდა ამ ოთახს სიძველე... ნელ-ნელა ვუყურებდი ფოტოების ჯოლაჟებს რომელიც მან თვითონ გააგეთა, საკუთარ თავსაც მოვკარი თვალი გამეღიმა... მის სამოს ვათვალიერებდი და მეღიმებოდა... თეთრი კაბა გამოვიღე და გულში ჩავიკარი მასზე ჯერ ჯიდევ იგრძნობოდა სასიამოვნო სურნელი, რომელიც ენისას შევადარე...

დაბადების დღეს გილოცავ დაიკო... ვამბობ კაბას თავის ადგილზე ვდებ და ოთახიდან გავდივარ.

ყავით ხელში აივანზე გავდივარ ქალაქს ვუცქერ და პატარა ბავშვების დანახვაზე მეღიმება.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ წელზე მეტია აქ ვარ ჯერჯერობით მეგობრები მაინც ვერ გავიჩინე... ურთიერთობა მხოლოდ ექიმ პაკთან, ანიტასთან და ჯორჯთან მაქვს... მათ გახსენებაზე ისევ მიმპყრობს სევდა... ძალიან მენატრება სამივე მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ჩამოდიან...

ცარიელ ფინჯანს ვრეცხავ და ოთახში ავდივარ... დღიურში რამოდენიმე სიტყვას ვამატებ და კარადას ვაღებ... მეცინება მე და ენის ზუსთად ერთნაირი კაბები გვაქვს... ტანზე ვიცვლი გა მაკიაჟს ვიკეთებ... სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ ანარეკლს ვუცქერ... მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები ვიყავით ერთმანეთისგან განვსხვავდებით... ერთმანეთს არ ვგავდით, პატარაობისას კიდევ უფრო გვამსგავსებდნენ მაგრამ ეხლა მის ფოტოებს როდესაც ვუყურებ ვხვდები რომ ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით როგორც ფიზიკურად ისევე ხასიათებითაც.

ტაქსიდან გადავდივარ და კლუბში შევდივარ. სასმელს ვუკვეთავ და ვსვავ... ერთს მეორე ჭიქა მოჰყვება, მეორეს მესამე და ასე გრძელდება. თავს ცუდად ვგრძნობ ფულს ვიხდი და გარეთ სუფთა ჰაერზე გამოვდივარ. თავბრუსხვევას ვგრძნობ და გულისრევის შეგრძნება მაქვს. ნელა მივდივარ და აშკარად ვგრძნობ რომ ფეხი მეშლება...

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon