33

98 14 2
                                    


ემილი

მისაღებში ვზივართ და ვსაუბრობთ, ვიცინივართ, ისე მიხარია თეჰიონისა და ქუქის ამბავი რომ თვალები ცრემლებით მევსება, რათქმა უნდა ეს ბედნიერების ცრემლებია.

- ძალიან კარგია თქვენთან ყოფნა, მაგრამ მე და ქუქი წავალთ.- ამბობს თე და თვალს გვავლებს.

- სად წახვალთ ღამდება უკვე?- ვეკითხები მათ.

- იცი ერთ ადგილზე მინდა რომ წავიყვანო.- ამბობს ქუქი და თან დილით დავბრუნდებით.

სწრაფად გვკოცნიან ლოყებზე და სანამ რამეს ვეტყოდეთ მე და ჯინი მანამდე გარბიან სახლიდან.

- პატარა ცუღლუტები.- ამბობს ჯინი.

- საყვარლები არიან.- ვამბობ სიცილით. სამზარეულოში ჯინთან ერთად გავდივარ და საჭმლის კეთებას ვიწყებ. ეს პროცესი ძალაინ სასიამოვნოა.

მივირთმევთ და ცოტა ხნით ფილმს ვუყურებთ ჰოპის დივანზე ეძინება, მისი გაღვიძება არ მინდა ასე რომ პლედი გამომაქვს ჩემი ოთახიდან და მას ვაფარებ. ცოტა ხნიდ დაბლა ვარ და მას თვალს ვავლებ. საერთოდ ალბათ თქვენც ხვდებით რომ მას ძალიან ლამაზი ნაკვთები აქვს ის ძალიან ლამაზია საყვარელია... მას ვუყურებ და მის ცქერაში, დროც გადის.

ღამის სამ საათზე საძინებელში ავდივათ თუმცა კი ვერ ვიძინებ და ისევ დაბლა ჩავდივარ, მალევე ჯინიც მიერთდება და მიღიმის.

- ჯიინ?

- ემიიი, მე და მონი უნდა წავიდეთ.

- სად? რატომ?

- იცი ჩემს საუკეთესო მეგობარს სერიოზული პრობლემები შეექმნა და სასწრაფოდ უნდა დავეხმაროთ, მონი კი მარტო არ მიშვებს ასე, რომ ჰოპის მიხედე კარგი.- მეუბნება გაღიმებული და მონისთან ერთად სახლიდან გადის.

მისაღებში გავდივარ და ჰოპის ისევ ვავლებ მზერას. იქნებ გავღვიძო, არც ისე კომფორტულია დივანზე ძილი.გავიფიქრე და მას მივუახლოვდი. თითები მის სახეს შევახე და ტანზე ტაომ დამაყარა, რამოდენიმე წამი დამჭირდა მის გასაღვიძებლად, და როცა გავაღვიძე, ისეთი საყვარელი მზერით გამომხედა, რომ ერთ ადგილზე მივეყინე. სხვა გზა არ მქონდა, უკვე დიდი ხანია ვაღიარე ჩემს თავთან რომ მე ის მომწონდა და ახლაც მას ვუყურებდი გაღიმებული სახით.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora