ჰოსოკი.
ეს ბოლო დღეები ემილი ხშირად დადის ჩვენთან რაც ყველას უხარია განსაკუთრებით კი თაეს. სულ ერთად არიან. მუდამ ერთად ატარებენ დროს ჯინსა და ჯიმინსაც ძალიან კარგად შეეწყო. ყველანი ბედნიერები ვართ.
- სადმე ხომ არ წავსულიყავით წამოიყვირა ჯიმინმა და სუყველას გაგვიღიმა.
- სადმე მაინც სად?- ეკითხება ჯინი.
- ნუ ეგ აღარ ვიცი მაგრამ ცოტახნით დასვენება არ გვაწყენდა.- ამბობს ჯიმინი ისევ და შუგას ლოყაზე კოცნის რაზეც მას ეღიმება.
- ჩემთან ხომ არ წავსულიყავით?- ვამბობ და ბავშვებს ვუღიმი.
- შენთან?- სამზარეულოდან ყვირის ჯინი.
- მოიცადე ნუთუ ამ წამს ჩვენმა ჰოპიმ თავის აგარაკზე წასვა შემოგვთავაზა?- ამბობდენ ერთდროულად ქუქი და მონი.
- აჰაა , მგონი ცუდი აზრი არ არის აბა რას იტყვით? მაგრამ გაფრთხილებთ წლებია რაც მანდ არ ვყოფილვარ ასე, რომ ყველაფერი დასალაგებელი გვექნება.
- მაგას როგორმე გავუმკლავდები.- ამბობს ჯინი სიცილით.
- კარგი გადაწყდა ხვალ დილით მივდივართ.- ვამბობ და ყველას ვუღიმი.
- ემის დავურეკავ.- ამბობს თეჰიონი.
- რატომ?- ვეკითხები გაკვირვებული სახით.
- იმიტომ რომ საჭიროა.- ამბობს და იცინის.
- სულ ერთად ხართ ყოველთვის ან სად დადიხართ? გუშინ ქალაქ გარეთ იყავით. - ამბობს ქუქი ოდნავ მოწყენილი ხმით.
- მე მახლდა... პირობას ვასრულებდი. -ამბობს და მკრთალად იღიმის.
- პირობას?- ეკითხება ჯინი.
- აჰაა ბექიონს დავპირდი და ვასრულებ, ნუ ნაწილობრივ მაინც.
ყველამ მას გავხედეთ მოწყენილი სახით რაზეც გაეღიმა.
- კარგით რა რა სახეები გაქვთ. გეკრძალებათ ეგეთი სახეების მიღება, მას ეს არ მოეწონებოდა.
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...