ჰოსოკი
წყლიდან ერთდროულად ვყოფთ თავებს ემილი სხეულზე მეკვრის აშკარად ცივა.
- კარგად ხარ?
- აჰაა, მგონი შენ ?
- უკეთეს დღეშიც ვყოფილვარ.- ვამბობ და მეცინება.
- აჰჰჰ, ჯანდაბა მცივა ჰოსოკ.- ამბობს და უფრო ძლიერად მხვევს ხელებს.
- ვიცი, ისე არ ჩამეხუტებოდი.- ვამბობ და წყლიდან ამოვდივარ პირსახოცს ვშლი და თვალებს ვხუჭავ.
- შეგიძლია ამოხვიდე, არავინ არ გიყურებს.
- არც შენ ხო?- იცინის შუგა.
- თვალები აქვს დახუჭული.- ამბობს ემილი სიცილით.
- სერიოზულად.- ამბობს მინჰო.
- აჰაა, შეგიძლია გაახილო.- ამბობს ემილი და სახლისაკენ გარბის მეც უკან მივყვები. ცხელ შხაპს ვიღებ და მისაღებში ჩავდივარ. ემილი დივანზე ზის და თეჰიონს ეხუტება.
- კარგი იყო, კარგად გავერთე, მაგრამ ახლა უნდა დაგტოვოთ მე და ჩემმა პატარამ.- ამბობს შუგა და ჯიმინს ხელში იყვანს რომელსაც თვალები დახუჭული აქვს.
- მეც წავალ.- ამბობს მინჰო და ისიც გადის ოთახიდან.
-მცივა.- ამბობს ემილი და უფრო ძლიერად ეხუტება თეჰიონს.
- ჩაის დალევთ?- ვამბობ და სამზარეულოში გავდივარ.
- მე და ემილი დიდი სიამოვნებით.- ამბობს თეთე.
- ჩვენც წავიდეთ ქუქ.- ამბობს ლიზა და გვემშვიდობებიან ორივენი. თეჰიონი მათ თვალს აყოლებს და მალევე ისიც მიდის.
- სად წავიდა? ჩაი აღარ უნდა?- ვეკითხხები ემილის.
- ალბათ დასაძინებლად ავიდა. ჰოსოკ ამ ბოლო დროს თეჰიონი შეცვლილი არ გეჩვენება?
- მეც იგივე მინდოდა მეთქვა.
- ჰოო. კარგი ჰოპი, მადლობა ჩაისათვის და ტკბილ ძილს გისურვებ.- ამბობს ემილი და ოთახიდან გადის. ძილით ვერ ვიძინებ და ცოტახნით დაბლა ვარ გარეთ გავდივარ წვიმამ გადაიღო, სველ არემარეს ვუყურებ და ამ სილამაზით ვტკბები მეორე სართულის აივანზე ხმები ისმის.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...