3

233 24 0
                                    

ჰოსოკი.

საწოლზე ვწევარ და ისევ იმ დღეებს ვიხსენებ. ციხეს სადაც საშინლად მცემეს, საავადმყოფოს სადაც თვეები გამომკეტეს და ვგრძნობ რომ ნელ ნელა ისევ ვიკარგები.ფიქრებიდან კარების გაღების ხმა მაფხიზლებს და ვხედავ თუ როგორ შემორბის ოთახში ატირებული თეჰიონი მიყურებს და მალევე საწოლზე წვება თავს ბალიშში რგავს და ტირის. ვუყურებ და ხმას არ ვიღებ კართან ქუქი დავლანდე ოთახში შემოსვლას ყოყმანობდა მაგრამ კარს მაინც არ შორდებოდა. ოთახიდან გავედი რამოდენიმე წამით სამზარეულოში ჩავედი ვის საყვარელი წვენი ავიღე და ოთახისაკენ წავედი. ქუქი ისევ კართან იდგა.

- რა მოხდა? სახეზე რა გჭირს?სად იჩხუბე?

- თაე, როგორ არის?- მეკითხება თითქოს ჩემი კითხვები არ გაეგონოს.

- ტირის, დანარჩენი არ ვიცი.

- მარტო არ დატოვო გთხოვ.- ამბობს სევდიანი ხმით და დაბლა კიბეებისაკენ მიდის.

ოთახში შევდივარ და პატარა ბავშვივით მძინარე თეჰიონს ვკრავ თვალს, წვენს იქვე ვდებ, პლედს ვაფარებ და ოთახიდან გავდივარ. სამზარეულოში ჯინს ვხედავ რომელიც ქუქის თავს ევლება მათკენ მივდივარ და მალევე ქუქისთან ერთად სავარჯიშო დარბაზში შევდივარ.

- რა სჭირს თაეს? ან შენ რა დაგემართა სახეზე?

- ბექიონი. აი რა გვჭირს.- ამბობს გაღიზიანებული ხმით.

-ბექიონი?

- კიდევ ერთხელ, რომ ვნახო მის გამო თაეს ცრემლები გეფიცები არ ვაცოცხლებ.

- რა ხდება თქვენს შორის?

- რა უნდა ხდებოდეს. ნამდვილი იდიოტია.

- იმის ნახელავია?

- დიდი არაფერი, ვიმ შემაჩერა თორემ... ტიპი იმდენად იდიოტია, რომ ვერც კი ხვდება რა დონით უყვარს ვის.

- იჩხუბენ ?

- მგონი კი. ერთი ეს ვიცი, რომ მე მომხვდა და მერე თაე ტირილით წამოვიდა სახლისაკენ, მას ხომ არ მივატოვებდი. ასე, რომ სახლში წამოვედი.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now