ენდი ლი.
- ჯანდაბა ჩანიოლ თვალები არ დახუჭო, მე მიყურე ყველაფერი კარგად იქნება.- ყვრის ჩვენი კაპიტანი და ვხედავ თუ როგორ გვეცლება ხელიდან ადამიანის სიცოცხლე.
- სასწრაფო სად ჯანდაბაშია.- ვყვირივარ თუმცა ყურადღებას არც არავინ არ მაქცევს.
ძლივს საავადმყოფომდე მივედით და იქვე მივესვენეთ ყველანი ექიმის განაჩენს ველოდით. ვიჯექი და ვფიქრობდი არადა ყველაფერს კარგად უნდა ჩაევლო, სად დავუშვით შეცდომა. ყველაფერი გათვლილი გვქონდა შეცდომა დაუშვებელი იყო.
24 საათით ადრე.
- მზად ხარ?- ვეკითხები ბიჭს რომელიც უბრალოდ თავს მიქნევს.
- ხომ იცი რომ ეს სარისკოა?- ეკითხება კაპიტანი ჩენი.
- ვიცი, მაგრამ მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს.- ამბობს ღიმილით.
- თუ რამე იცოდე, რომ ჩვენ შენთან ვართ.
- უბრალოდ ამ საქმეს მოვრჩეთ.- ამბობს და ოთახში დადის.
ცოტა ხნით ერთმანეთს ვემშვიდობებით და დათქმულ დროს მისი სახლისაკენ მივდივართ, თუმცა ჯობდა არც მივსულიყავით, იქნებ უთვალთვალებდნენ, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო ჩვენი ბიჭები გყვეტყოდნენ, ფაქტია შეცდომა გაგვეპარა.
როგორც კი ოპერაციაზე წავედით ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, ზედმეტად მშვიდადაც შეიძლება ასეც ვთქვათ, ეს კი კაის არ მოასწავებდა მაგრამ ამას არ მოველოდი, ამ ოპერაციამ რომელიც ყველანაირად გათვლილი და უნაკლო იყო ჩვენი 5 ოფიცერი შეიწირა ასევე საშინლად დაშავდა ჩვენი კაპიტანი და ჩვენი მოწმე პარკ ჩანიოლი.
ვიჯექი და ველოდებოდი ექიმის გამოსვლას. დრო კი საუკუნეებად იწელებოდა.
- როგორ ფიქრობთ სად დავუშვით შეცდომა კაპიტანო?- ვეკითხები მას და ძირს ვიკეცები.
DU LIEST GERADE
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...