39

84 12 0
                                    


ქაი..

- ჩემი ნახვა გინდოდა ჰოდა მოვედი.

- მადლობა.

- რა ხდება? რატომ დამიბარე?

- ჩემმა ძმამ რაღაც წერილები შეინახა სეიფში და ერთ ერთი შენს სახელზე იყო, ვიფიქრე რომ უნდა მომეცა.

- მადლობა.

- არაფრის, თავს როგორ გრძნობ.

- ცუდად ვარ, ჯერ ბექიონი შემდეგ ჩანიოლი საშინელებაა, მგონია რომ დაწყევლილი ვარ ძალიან მენატრება ორივე.

- კარგი მე წავალ აღარ შეგაწუხებ.

- ისევ გნახავ?

- და გინდა რომ მნახო?

- უარს არ ვიტყოდი.

- კარგი, ვეცდები ხოლმე გნახო.

- თავს გაუფრთხილდი.

- შენც მადლობა.

სახლისაკენ წამოვედი ერთი სული მქონდა წერილს როდის გავხსნიდი. მისვლისთანავე წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე.

ჩემო საყვარელო ქაი.

ვიცი რომ ეს ყველაზე ნაკლებად გაგიხარდება, მაგრამ პირისპირ ვერასოდეს ვერ მოგიყვებოდი იმას თუ რა ჩავიდინე. მე ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და იმედია როდესაც სიმართლეს გაიგებ არ შემიძულებ თუმცა კი ამის ღირსი ვარ. მე ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინე ქაი. მე დამნაშავე ვარ ჰოსოკის წინაშე. გთხოვ ჩვენს საიდუმლო ადგილზე მიდი და ჰოსოკისათვის განკუთვნილი წერილი მას გადაეცი.

გთხოვ არ შემიძულო. დანარჩენს ჰოსოკთან ერთად გაიგებ.

ძალიან ვაფასებდი შენს მეგობრობას მინდა ეს იცოდე, ჩემთვის ძმასავით იყავი, მაპატიე რომ იმედები გაგიცრუე.

სიყვარულით ჩანიოლი.

კონვერტს ვკეცავ და ჩვენი საიდუმლო სამალავისაკენ მივდივარ, გზაში უამრავი რამ მიტრიალებს თავში და არა ვიცი რომელს მოვეჭიდო, ჰოსოკი და ჩანიოლი? რა საქმეში უნდა ყოფილიყო ჩანიოლი დამნაშავე ვერ ვხვდებოდი.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now