ემილი
რამოდენიმე დღე ვიქექებოდი მასალებში რომ რამე საეჭვო მაინც მეპოვნა, ბოლოს თავში ერთადერთი რაც მომივიდა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება იყო, მაგრამ ამას როგორ მოვახერხებდი არ ვიცი.
კარზე კაკუნმა მაიძულა ფეხზე ადგომა, კარი გავაღე თუ არა სახლში თეჰიონი შემოვარდა ღიმილით.
- როგორ ხარ ემილი?- მეკითხება და სხეულზე მეკვრის.
- მე არამიშავს თაე, შენ როგორ ხარ?
- მშვენივრად ისეთი ბედნიერი ვარ ემი რომ სიტყვებით ვერ ავღწერ.
- მიხარია თუ ასეა. ნაყინი...?
- დიდი სიამოვნებით.
სამზარეულოდან ნაყინებით გამოვდივარ და დივანზე თაეს გვერდით ვჯდები.
- რამეს მიაგენი?
- ვერაფერს, ეს იგივეა რომ ნემსი ეძებო თივის ზვინში, თთოეული მათგანი სუფთაა თაე ყველა.
- გული რას გიგრძნობს?
- კაპიტანი ჩენი, ჯეკ ჩენი არ ვიცი რატომ მაგრამ მას ვერ ვიტან... როდესაც მის სახელს ვახსენებ მთელს ტანში მცრის არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ხუთეულიდან მხოლოდ მასზე მიმაქვს ეჭვი თაე.
- და რას აპირებ?
- არ ვიცი თაე, ერთადერთი რაც თავში აზრად მომდის მოსასმენი აპარატურის დაყენებაა მის ოფისში და სახლში, ოფისს კიდევ მარტივად გავუმკლავდები, მაგრამ სახლი რთულია.
- ჰო სახლი რთული იქნება.- ამბობს თაეც. მალევე კარზე აკაკუნებენ და ცოტა ხნის შემდეგ ენდი ლისთან ერთად შემოვდივარ ოთახში.
- სხვა დროს მოვალ...
- არაა საჭირო მე ისედაც მივდიოდი.- ამბობს ღიმილით თაე ლოყებზე მკოცნის და კარისაკენ მირბის.
- რამეს მიაგენი?
- ვერაფერს, მაგრამ ჩემს ეჭვს გაგიმხელთ, მგონია რომ ეს თქვენი კაპიტანია არ ვიცი რატომ მაგრამ მთელს ტანში მცრის მისი სახელის წარმოთქმისას თან სიიდან სამს საკმაოდ მყარი ალიბი აქვთ. რჩებით თქვენ ორნი შენ და შენი კაპიტანი.
ESTÁS LEYENDO
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfic- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...