ემილი
თვალებს ვახელ და საწოლიდან ადგომა სულაც არ მინდა.ვცდილობ ძილი ვიბრუნო, მაგრამ მალევე მახსენდება დღევანდელი დღის გეგმები. უკმაყოფილო სახით ვდგები, აბაზანაში შევდივარ, თავს ვიწესრიგებ და სამზარეულოში ჩავდივარ. წყალს ვადუღებ ყავას ვიკეთებ ოთახში ავდივარ ფანჯრის რაფაზე ვჯდები და თვალს ჩემს წიმ არსებულ თეთრ სახლს ვუშტერებ. ვცდილობ ყველაფერი ეს იმდენად შეუმჩნევლად გავაკეთო, რომ ვერავინ მიხვდეს რამეს და ამასთანავე ვცდილობ, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვო მათზე ვინც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
1 წლის წინ მე ხომ უბრალოდ ოცნებებით სავსე გოგონა ვიყავი, საკუთარი ამბიციები მქონდა მიზნები, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.მე დღეს აქ ვარ სეულში...
დედას სისუტემ ფულთან დაკავშირებით საუკუთარი შედეგი გამოიღო. ეს ყველასათვის სავალალო აღმოჩნდა. მახსოვს, როგორ ვტიროდი და ვთხოვდი, რომ ეს არ ჩაედინა მაგრამ უშედეგოდ.იმ დამპალმა ძუკნამ მაინც ფულის გამო ყველაფერი დათმო. შეიძლება ენის მაგივრად მე ვყოფილიყავი, მაგრამ მათ ის აირჩიეს... სახლში გაჩერების არანაირი სურვილი არ მქონდა მაგრამ არც წასასვლელი მქონდა სადმე. ცოტახნით ისევ ამ წყეულ სახლში ვცხოვრობდი სახლში სადაც ყველაფერი მის თავს მახსენებდა სახლში სადაც აუტანელი იყო ცხოვრება. დილით ადრე გავდიოდი და ღამით გვიანობამდე არ ვბრუნდებოდი შინ. ამით ჩვენ ერთმანეთს ვერ ვნახულობდით და გულახდილად, რომ ვთქვა, დიდად მაინც და მაინც არ მსურდა იმ ქალის ნახვა, რომელსაც არანაირი გრძნობა გააჩნდა ჩემს მიმართ. მას ერთადერთი ფული ადარდებდა. ფული და სხვა არაფერი. დარწმუნებული ვარ რომ მალევე მეც ჩემი დის ბედს გავიზიარებ მისი წყალობით.
წლები დამჭირდა და როგორც იქნა ენის კვალს მივაგენი ფეისბუქით დავეკონტაქტე და საბედნიეროდ მანაც თბილად მიმიღო. ერთმანეთს ხშირ ხშირად ვწერდით.გავიგე, რომ იმ საზიზღარი ხალხისაგან ერთმა კეთილმა ოჯახმა იხსნა და ახლა საკმაოდ კარგად ცხოვრობდა. ბევრ ისტორიებს მიყვებოდა მის ცხოვრებაზე და მეც მთხოვდა მოყოლას. ამის მეშვეობით ჩვენ ერთმანეთის გარეშე გატარებულ დროს და წუთებს ვინაზღაურებდით.
DU LIEST GERADE
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...