ჰოსოკი
ერთი თვეა უკვე გასული მას შემდეგ რაც ემილი არ გვინახავს, ისე გაქრა რომ სიტყვა არავისთან დაცდენია, ეს უფრო და უფრო მაბნევდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ის ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. და მართლაც რა ვიცოდით მასზე, ის რასაც თვითონ გვეუბნებოდა. თავს საშინლასდ ვგრძნობდი, ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც რომ კონცერტისათვის ვემზადებოდით და უფრო დატვირთული რეჟიმით ვარჯიშობდით. ეს ჩვენი სოლო კონცერტი იყო. იმედებს 25-ი ნოემბერის კონცერტზე ვამყარებდით. ეს ჩვენი შანსი იყო, რომ ისევ ფენიქსისავით ხელთავიდან დავბადებულიყავით ფერფლიდან. დარბაზში ვარ და ქუქისთან ერთად ვარჯიშობ ოთახში ჯიმინი და თეჰიონი შემოდიან და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობენ, თავიდან ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მალევე მათთან საუბარში ვერთვები.
- და ასე თქვა, რომ ჩვენი კონცერტისათვის აქ იქნება.- ამბობს თეჰიონი.
- და აქამდე სად გადაიკარგა, მანამდე ვერ ჩამოვა?- ეკითხება ქუქი და მიხარია რომ ჩემს აზრებს კითხულობს.
- თავის მშობლებთან არის საზღვარგარეთ, ვერ ჩამოდის რადგან მამამისი ძალიან ცუდადაა, და შეიძლება ასეც ითქვას სიკვდილს ებრძვის.- ამბობს თე.
- საბრალო, ალბათ თავს როგორ ცუდად გრძნობს.- ამბობს ჯიმინი.
- ჰოოო, ბოლო დროს თითქმის სულ ტირის როცა ვსაუბრობთ.- ამბობს თეჰიონი და მოწყენილი გავლებს თვალს.
ვარჯიშის შემდეგ ჩემს ოთახში ავდივარ თავს ვიწესრიგებ და საწოლზე ვწვები თავში კი თეჰიონის სიტყვები მიტრიალებს,
ამ ბოლო დროს სულ ტირის, მამამისი ცუდადაა, მე კიდევ რა არ ვიფიქრე, ჯანდაბა ჰოსოკ ჯანდაბა.- ვამბობ და ოთახში აქეთ- იქით დავდივარ.
ტელეფონს ვიღებ და მესენჯერში შევდივარ, ემილის ვეძებ და ვფიქრობ მივწერო თუ არა. ასე ძალიან რატომ მიჭირს მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ როდესაც ოთახში ვარ და დაწერილ ტექსტს უკვე მერამდენეჯერ ვშლი სათვალავიც მერევა.
![](https://img.wattpad.com/cover/235299043-288-k279362.jpg)
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...