ქუქი
რაც თეჰიონი წავიდა ვერა და ვერ ვისვენებ სახლში ვერ ვჩერდები გარეთ გავდივარ და უგზო უკვლოდ დავბოდიალობ თავში კი მხოლო ერთი რამ მიტრიალებს ის მასთან არის, ის მასთან წავიდა. ახლა უფრო ცუდად ვარ ვიდრე ადრე ... საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ ჩემი გრძნობები შინაგანად მჭამენ და ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლები. როცა მას ვხედავ მინდა მთელს მსოფლიოს გავაგებინო თუ როგორი კარგია საყვარელია. როცა მის შეხებას ვგრძნობ ვგიჟდები. მიყვარს როდესაც მაწვალებს მიყვარს მისი შეხება. სახე, ღიმილი, თვალები მე ის მიყვარს. მიყვარს ჯანდაბა ამის მეე ის მართლაც რომ ძალიან მიყვარს. უბრალოდ დავდივარ და დავეხეტები უგზო უკვლოდ.სახლთან ვარ და ვფიქრობ შევიდე თუ არა მაგრამ ბოლოს მაინც გზას ვაგრძელებ და ერთ-ერთი კლუბისაკენ მივდივარ სასმელს ვუკვეთავ და საკმაოდ ბლომად ვსვამ თუმცა სასმელიც არ მეკიდება.ტელეფონზე მირეკავენ ჯინია.
- გისმენ ჯინ.
- ქუქ სად ხარ ამდენი ხანი?
- მე დამაგვიანდება ჯინ, ნუ დამელოდებით, კარგი.
- კარგი, ფრთხილად იყავი ქუქი.- ამბობს და თიშავს.
კიდევ ერთ ჭიქას ვსვამ, უკვე ღამის ორი საათია.არ მინდა მაგრამ მაინც მათზე ვფიქრობ. ჯანდაბა .- ისევ ვამბობ და ბარმენს კიდევ ერთს ვასხმევინებ. კლუბს თვალს ვავლებ და არ ვიცი გამიხარდეს თუ გული დამწყდეს როდესაც ბექიონს ვხედავ ბიჭებთან ერთად ერთობა. მათ ვუახლოვდები და ბექიონს ვუყურებ.
- ქუქი შენ აქ ხარ?
- ხოოო, და შენ აქ ?
- ჰოო, ბიჭებმა წამომიყვანეს.
- თეჰიონიც აქ არის?
- თეჰიონი?- მეკითხება.
- ჰოოო თეჰიონი, ერთად არ იყავით.
- არა. მოიცადე დღეს უნდა მოსულიყო მაგრამ არ მოსულა. არ ვიცი რატომ ალბათ ისევ გადაიფიქრა.
VOUS LISEZ
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...