ჰოსოკი.
მისაღებში დივანზე ვზივართ და ჯინს ვავლებთ თვალს რომელიც აქეთ-იქით დადის, ჯიმინი და შუგა ერთმანეთს ეხუტებიან მათზე მეცინება, საერთოდ რაც თავი მახსოვს ჯიმინს ყოველთვის უყვარდა ჩახუტება, მაგრამ იუნგი განსხვავებული იყოო.. ახლა კი საერთოდ ვერც კი იცნობთ ისეთი შეცვლილია. ძალაინ საყვარლები არიან. საყვარლებზე გამახსენდა ნეტავ თეჰიონი და ქუქი რას შვებიან ძალიან მინდა რომ მალე მოაგვარონ თავიანთი პრობლემები, მინდა რომ ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს თავიანთი გრძნობები გაუმხილონ.
- ესეც ასე ყველაფერი მზადაა.- ამბობს ჯინი და იცინის.
- ძლივს ჯინ მშია.- ამბობს იუნგი.
- ჯერ ვერ შეჭამთ იუნგი, თეჰიონსა და ქუქის ველოდებით.
- და კიდევ ალბათ ლიზას, გახსოვთ თქვა მოვდივართო.- ვამბობ და ვიცინი ჯინის სახეზე.
- ოღონდ კი ეხლა ის აქ არ მომიყვანოს და მთელი კვირაა სავარჯიშო დარბაზიდან თავს არ გამოვყოფ ჰოსოკ.
- დარწმუნებული ხარ ჯინ?
- ასი პროცენტით, ეს სურვილი ამისრულდეს და დანარჩენს არ ვჩივი.
ყველანი დივანზე ვზივართ და თეჰიონსა და ქუქს ველოდებით, მართლაც კარზე აკაკუნებენ და მალევე ჯიმინს უკან თე და ქუქი მოჰყვებიან.
- ერთად იყავით?- ეკითხება ჯინი და თვალს ავლებს ორივეს.
- არაა, დავიღალე.- ამბობს თეჰიონი და თვალს ქუქის აყოლებს რომელსაც ბარგი ზევით ააქვს.
სუფრას ვუჯდებით თეთე და ქუქი ერთად ჯდებიან. მივირთმევთ და შიგა და შიგ ვსაუბრობთ.
- ემილიზე რამე სიახლე ხომ არ იცი შემთხვევით და?- ეკითხება ჯინი თეჰიონს.
- რამდენადაც ვიცი ეს პერიოდი თავის მშობლებთან იყო, ახლა კი არ ვიცი სად არის.- ამბობს თეჰიონი და მაცივრისაკენ მიდის წვენის ასაღებად.
YOU ARE READING
ის დაბრუნდა. / Completed / ✔️
Fanfiction- მშვიდობაა შენს თავს? - მენატრებოდი.- ვამბობ და ოდნავ ვეხები ტუჩებით კისერზე. * * * * * მონი გახსოვს ერთხელ რომ მითხარი. თუკი ერთად ვიქნებით ყველაფერს გავუმკლავდებითო. - ჰოოო.-ვამბობ და მეღიმება. - ჩვენ ერთად ვართ, ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ...