12

125 17 5
                                    

თაე

დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს და ვცდილობ გავიხსენო თუ რა ჩავიდინე, მაგრამ საერთოდ არაფერი არ მახსოვს. რა ჯანდაბაა, ვამბობ და საწოლიდან ძლივს ვდგები, ძირს მიმოყრილ ნივთებს ვიღებ რადგან ჰოპი და ჯინი გაგიჟდებიან ეს ყველაფერი რომ ნახონ, ხელში ქუქის მაიკა მხვდება, გამეღიმა მაგრამ მალევე ღიმილი სახიდან გამიქრა როდესაც გახეული დავინახე. ჯანდაბა ეს ვინ გააკეთა? გავიფიქრე და პასუხის ცოდნაც არ მინდოდა თუკი ეს მე ვიქნებოდი. ყველაფერი ავალაგე და ოთახიდან გავედი კიბეებზე ჩავედი და სამზარეულოში ჩავედი. იქ ჯინი ფუსფუსებდა და რაღაცაზე გაცხარებით ყვიროდა.

- ჯანდაბა ქუქ გაჩერდი.- ამბობს ჯინი მაგრამ ქუქი მაინც ცქმუტავს სკამზე. შუგა ჯიმინს ეფერება მონი კი ჰოპის დასახვედრად წავიდა.

- დილამშვიდობისა.- ვამბობ და მაცივრისაკენ მივდივარ.

ჯანქუქი დგება. წყალსა და ასპირინის ტაბლეტს მაძლევს.

- მადლობა.- ვჩურჩულებ და დივანზე ვჯდები. იუნგი ჯიმინს აწვალებს და მათი ყურება მსიამოვნებს თუმცა ხმაური მაგიჟებს. ბიჭებიც მალე მოდიან და ყველანი ერთად ვჯდებით მაგიდასთან, მივირთმევთ.

- ჰოპი ასე მალე რატომ დაბრუნდი ?- ეკითხება ქუქი.

- ჩემები აქეთ ჩამოდიან. რა გამოვტოვე?

- არაფერი.- ამბობს ქუქი მაგრამ შიგადა შიგ თვალს ჩემსკენ აპარებს.

- ესაა არაფერი.- ამბობს ჯინი და ისევ ბამბით უახლოვდება.

- კარგი რა ჯინ?- ამბობს ქუქი სიცილით.

- რა გაცინებს.- ამბობს გაბრაზებული ჯინი.

- რა ხდება ?- ამბობს ჰოპი და ბიჭებს უყურებს.

- ისე საღოლ ლიზას, არ მოველოდი.- ამბობს შუგა.

- რას არ მოელოდი?- ეკითხება ჯიმინი.

- ისე საყვარელო პრაქტიკებზე ხომ არ ჩავეწეროთ რას იტყვი?- ამბობს შუგა სიცილით.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang