18

105 16 4
                                    

ჰოსოკი

დილით დარბაზში ჩავედი ცოტა ვივარჯიშე თავი მოვიწესრიგე და მისაღებში ჩავედი, მალევე ბიჭებიც შემომიერთდნენ.

- როგორც ყოველთვის, პირველი ადექი.- ამბობს ბუზღუნით შუგა და დივანზე ვარდება. მას გვერდით ჯიმინი უჯდება და შუგა მუხლებზე ადებს თავს. ჯინი სამზარეულოშია და თეთე და მონი მას ეხმარებიან.

- ქუქი სადაა? -ვეკითხები მათ.

- ლიზასთან წავიდა დღეს ჩამოდის.- ამბობს თეთე და მაცივრიდან ფორთოხლის წვენს იღებს.

- დღეს პიკნიკზე ხომ არ წავსულიყავით?- ვეკითხები მათ.

- პიკნიკზე?- მეკითხება მონი.

- ჰო რა დიდი ხანია რაც ერთად არსად არ წავსულვართ.

- მე რომ არ მცალია.- ამბობს თეჰიონი.

- ახლა მაინც სად მიდიხარ?

- ჩვენს მეზობელს ვხვდები, საყიდლებზე მივდივართ, ერთად.- ამბობს თეჰიონი.

- კარგი რა თეე ბოლოს ერთად როდის ვიყავით ვინ იცის.- ამბობს ჯიმინი და შუგას უყურებს რომელსაც ტკბილად ძინავს.

- კარგი რამეს მოვიფიქრებ, დავურეკავ.

სახლში ქუქი და ლიზა შემოდიან ჯინს ოდნავ სახე ეცვლება, მაგრამ მალევე იცინის და დღევანდელი დღის გეგმებს აცნობს მას.

-კარგი აზრია.- ამბობს სიცილით ქუქი.

მაგიდასთან ვჯდებით და ყველანი ერთად მივირთმევთ.

- ჯინ არაჩვეულებრივად ამზადებ.- ამბობს ლიზა.

- მადლობა საყვარელო.

- მშურს კიდეც შენი, მე საშინელი მზარეული ვარ ოპაა.- ამბობს და ქუქის უღიმის.

- არაუშავს, რამეს მოვიფიქრებთ.- ამბობს სიცილით ქუქი.

ჯინს ვუყურებ რომელიც თვალს ხან ქუქისაკენ ხან კი თეჰიონისაკენ აპარებს და მეც მის მოსაზრებებს ვიზიარებ. რა ჯანდაბას აკეთებს. თეჰიონი იღიმის, მაგრამ ამ ღიმილზე საკუთარი თავი მახსენდება იყო დრო როდესაც მეც ესეთი ღიმილი მიმშვენებდა სახეს.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now