42

83 12 1
                                    


ემილი

დილით ადრევე ავდექი, თავი მოვიწესრიგე, ჩემებს ვესაუბრე შემდეგ თეჰიონს ბოლოს კი პიცა მივირთვი და ყავით ხელში მისაღებში გავედი. მალევე კარზე კაკუნის ხმა გავიგონე და გასაღებად წავედი.

- ენდი?

- დილა მშვიდობისა ემილი, შეიძლება?

- რათქმა უნდა, შემოდი, ყავას ხომ დალევ?

- თუ არ შეწუხდები დიდი სიამოვნებით დავლევ.

- რა შეწუხებაა.- ვამბობ ღიმილით და მალევე ყავიან ჭიქას ვაწვდი.

ყავას მივირთმევთ და ჩუმად ვართ.

- ჩვენს საქმეზე რამე სიახლე ხომ არ არის?- ვეკითხები მას.

- ჯერ-ჯერობით არაფერი, ვცდილობ ყველაფერი ისე მოვაგვარო რომ ჩემზე ეჭვი არ მიიტანონ და ეს ძალიან რთულია.

- გეთანხმები რთულია.- ვამბობ ღიმილით.

- ოდესმე...

- დიახ იყო ერთი-ორჯერ.

- ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერი.

- იყო დრო როდესაც ვერც მე ვერ წარმოვიდგენდი.

- ძალიან საყვარელი ხარ ემილი.

- მადლობა კომპლიმენტისათვის.

- დღეს გცალია?

- დიახ რა ხდება?

- უბრალოდ დღეს ჩემი დაბადების დღეა და მარტო აღნიშვნა არ მინდა.- ამბობს და თავს ხრის.

- ოო ენდი გილოცავ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში.

- მადლობა ემილი.

- რომელზე მომაკითხავ?

- 8 საათისათვის.

- მზად დაგხვდები.

- კარგი შეხვედრამდე ემილი, ყველაფრისათვის მადლობა.- ჩაიჩურჩულა ლოყაზე მაკოცა და სახლიდან გავიდა.

მალევე თავი მოვიწესრიგე და საყიდლებზე წავედი, ძალიან ბევრი ვიწვალე რომ ენდისთვის ლამაზი საჩუქარი ამერჩია.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now