23

97 12 0
                                    

ემილი.

ჯინმა როგორც ყოველთვის თავისი კულინარიული ნიჭი გამოიყენა, ყველაფერი უგემრიელესი იყო. მივირთმევდით და შიგა და შიგ ვსაუბრობდით.

- რამე ხომ არ ვითამაშოთ?- გვეკითხება ლიზა.

- ჩვენს გარდა მოგიწევთ თამაში, ძალაინ დავიღალე ასე, რომ ცოტა უნდა დავისვენო.- ამბობს ჯინი სიცილით.

- მეც.- ამბობს მონი და ჯინს ხელებს ხვევს.

- იცოდეთ ძალიან არ იხმაუროთ და თეთრი საძინებელი ჩვენია მაღლა რომ არის.- ამბობს ჯინი სიცილით. და მონისთან ერთად ოთახიდან გადის თუმცა შუგა მაინც ასწრებს წამოყვირებას.

- ჩვენ კი არა ეს თქვენ არ იხმაუროთ ძალიან. დაგვინდეთ მაინც ბავშვები ვართ.- ყვირის შუგა რაზეც სუყველას გვეცინება.

- და ხსენებაზე ზედა სართულზე რომ საძინებელია იქ მე და ჩემი პატარა ვართ.- ამბობს შუგა და ჯიმინს ლოყაზე კოცნი რაზეც ლოყები უწითლდება ჩიმს რა საყვარელია ღმერთო ჩემო.

- რადგანაც ორი გოგო ვართ იქნებ ერთად დავიძინოთ?- ვეკითხები ლიზას.

- ნუ სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ კარგი, ერთად დავიძინოთ.-ამბობს და ქუქის უყურებს.

- მოიცადე შენი გეგმების ჩაშლა სულაც არ მინდა. - ვამბობ და იმ წამშივე ვნანობ ჩემს ნათქვამს. - როდესაც თეჰონის სევდიან სახეს მოვკარი თვალი.

- მადლობა ემ.-ამბობს ლიზა და ქუქის ეხუტება, თეთე დგება და სამზარეულოში გადის.

- ნაყინი ვინმეს გინდათ?- ყვირის სამზარეულოდან.

- აჰაა მე წამომიღე გთხოვ.

მალევე ნაყინით მოდის და ჩემს გვერდით ჯდება. მივირთმევთ და ვიცინივართ, ჰოსოკი ჩაფიქრებული გვავლებს თვალს ყველას.

- მე შენთან დავიძინებ ემ კარგი?- ამბობს თეთე და თავს ჩემს ყელში რგავს.

- აჰა.

- კარგით რა, რა დროს ძილია.- ამბობს მინჰო და მიღიმის. როგორც ლიზამ თქვა რამე ვითამაშოთ.

ის დაბრუნდა.  / Completed / ✔️Where stories live. Discover now