თვითმფრინავიდან ვიყურები და წინასწარ ვეგუები ჩემს ახალ ცხოვრებას. რთულია იმ ადგის მოწყდე სადაც დაიბადე, გაიზარდე და შენთვის საყვარელი მოგონებები გაკავშირებს, მაგრამ ჩემი დის და დედის დაკარგვის შემდეგ მამამ გადაწყვიტა რომ ნათესავებთან ლონდონში გავეგზავნე. მანაც დიდი დარტყმა მიიღო, მათი გარდაცვალებით მიღებული შოკი იმდენადძლიერა ,რომ ის უკვე მუშაობასაც ვეღაც ახერხებს რომ მარჩინოს, ან თავი ირჩინოს. მთელი დღეები სახლში დაბორიალობს და ცდილობს როგორმე გაუმკლავდეს ამ ტკივილს, რომელიც დედის გარდაცვალებამ გამოიწვია. 2 წლის წინ და დავკარგე 2 კვირის წინ კი დედა. ეს ჩემთვის ჯოჯოხეთია. სკოლაშიც აქ მომიწევს სიარული. თვალები დავხუჭე და წამოსული ცრემლები მოვიწმინდე, ჩემს გვერდით 50 წლამდე ქალი იჯდა,როდესაც დამინახა რომ ვტიროდი, ხელსახოცი მომაწოდა,მადლობა გადავუხადე და ნაძალადევად გავუღიმე.
-ხომ ყველაფერი კარგადაა? -მკითხა მან, თანხმობის იშნად კიდევ ერთხელ გავუღიმე და თავი ფანჯარას მივადე. ღრუბლებიდან ყველაფერი ისეთი პატარა ჩანდა.. თითქოს ზევიდან ამ ყველაფრის ცქერა მამშვიდებდა.თვალები დავხუჭე და როდესაც გამოვიღვიძე ამ დროს სტიუარდესამ გამოაცხადა,რომ ღვედი შეგვეკრა,რადგან უკვე ვეშვებოდით.
დავეშვით. უკვე ლონდონში ვარ, ქალაქში, სადაც სულ წვიმს,ადრე არაფრის დიდებით წამოვიდოდი აქ საცხოვრებლად, მაგრამ ახლა თითქოს ამ ქალაქის ხასითი ჩემს სულშია. თითქოს ისიც ტირის ჩემსავით. ქუდი წამოვიფარე და ჩემი ჩანთა ავიღე. ტაქსს ხელი დავუქნიე
-ბრიქსტონის ქუჩაზე - უემოციოდ ვუთხარი მძღოლს, მანაც უსიტყვოდ დაძრა მანქანა და წავედით. წვიმის წვეთებს ვაკვირდებოდი, რომლებიც ფანჯარას ეცემოდა, შედმეგ მზერა ხალხზე გადავიტანე. ლონდონის ქუჩებში მირბოდნენ, ვისაც ქოლგა არ ეხურა გაზეთის ფურცლებით ცდილობდნენ თავი დასველებისგან გადაერჩინათ მაგრამ არ გამოსდიოდათ. მანქანამ ნელ-ნელა სვლა შეანელა.
-მის,მოვედით -მაცნობა მძღოლმა,თავი დავუქნიე,ფული მივეცი და მანქანიდან გადავედი, საბარგულიდან ჩემოდანი ავიღე და სახლისკენ წავედი. პარმაღი ავიარე და ზარი დავრეკე.კარები მალევე გამიღო მამიდამ, სიტყვის უთქმელად გადავეხვიე, მანაც ცოტა ხნის შემეგ ხელები მომხვია და გულში მაგრად ჩამიკრა.
-როგორ ხარ? -მკითხა და ჩანთა გამომართვა
-ნორმალურად. - ძალით გავუღიმე მას და სავარძელზე ჩამოვჯექი -ლილი ან ბიძია სად არიან?
-ლილი თავის მეგობრებთან, რობერტი კი სამსახურში - მოკლედ მომიჭრა,თავი დავუქნიე.
-მამაშენი როგორ არის? -მკითხა ყოყმანის შემდეგ.
-ცუდად -გულწრფელად ვუპასუხე.
-საწყალი ჩემი ძმა -ჩუმად თქვა და დავინახე ნიკაპი როგორ აუკანკალდა მოზღვავებული ემოციებისგან -რთულია ამის გამკლავება,მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს,უნდა გავუძლოთ ძვირფასო -ჩუმად ამოილუღლუღა და გვერდით მომიჯდა,თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,მას მივეხუტე და მის მკლავებში ავქვითინდი.ცოტახნით ასე ვიყავი,მამიდა უცებ წამოდგა სავარძლიდან, ცრემლები მომწმინდა და თვითონაც მოიწმინდა.
-აქ ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოხვედი,ამიტომ არ გინდა ტირილი და გლოვა, ყველა სირთულეს გადალახავ,იქამდე კი მოდი ვეცადოთ რომ მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ ! -მამიდაზე გამეცინა, წამოვდექი და ლოყაზე ვაკოცე.